ადიგენში მუსლიმებისა და ქრისტიანების სასაფლაოს გამყოფი ზოლი გამიჯნავს

დაბა ადიგენში, სასაფლაოებთან დაკავშირებით, მუსლიმთა და ქრიასტიან თემს შორის, მოლაპარაკებები დღეს დილიდან მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მხარეები კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდნენ. მუსლიმ და ქრიასტიან თემებს შორის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ერთობლივი სასაფლაო გაკეთდება, თუმცა ის ორ ნაწილად გაიყოფა – ერთ ნაწილს მუსლიმები დაიკავებენ, მეორეს კი ქრისტიანები. მუსლიმი თემის წარმომადგენლები “ქრონიკასთან” საუბარში აცხადებენ, რომ მათი ტრადიციის თანახმად, სასაფლაოზე ალკოჰოლის შეტანა აკრძალულია, სწორედ ამიტომ სასაფლაოს ორად გაყოფა, მათთვის მისაღებია. “სასაფლაოს შუაში იქნება გამყოფი ზოლი, რომელიც მუსულმანურ სასაფლაოს გამიჯნავს. ვფიქრობ, ეს არის საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება, რელიგიაც გვაძლევს ამის გაკეთების უფლებას”,- განაცხადა დასავლეთ საქართველოს მუფთმა, ბეგლარ ქამაშიძე. ჯულევის ტაძრის წინამძღვარის, იღუმენ ანთიმოზის თქმით, დღევანდელი შეთანხმება ქრისტიანებისა და მუსლიმების მეგობრულ გადაწყვეტილებად ითვლება. შეხვედრას, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, ხელისუფლების წარმომადგენლები და მხარის გუბერნატორი ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაში„ეს არის სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული“, – ზაზა ხატიაშვილი გიორგი მიქაუტაძეზე საუბრობს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია თინა ხიდაშელს – ჩვენ ნერვებიც მყარი გვაქვს და თავმოყვარეობაც