ადიგენში არასრულწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში, 16 წლის გოგონამ საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა 8 ნოემბერს მოხდა.

ჩამომხრჩვალი გოგონა მეზობლებმა ნახეს. შემთხვევის დროს გოგონას დედა და ძმა სახლში არ იმყოფებოდნენ. რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით აღიძრა, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში„ურთმელიძე ანგარიშის ჩასაბარებლად არ დაგვიბარებია“
შემდეგი სტატია„როცა მოსამართლეს აგინებენ, ლანძღავენ, ემუქრებიან, ის უნდა იყოს დაცული თავისი მენეჯერი ორგანოსგან“