ადგილობრივი დროით 11.00 საათზე (09.00 საათზე საქართველოს დროით), ინდონეზიის დედაქალაქში 6 აფეთქება მოხდა(ფოტო)

ადგილობრივი დროით 11.00 საათზე (09.00 საათზე საქართველოს დროით), ინდონეზიის დედაქალაქში 6 აფეთქება მოხდა

ადგილობრივი დროით 11.00 საათზე (09.00 საათზე საქართველოს დროით), ინდონეზიის დედაქალაქში 6 აფეთქება მოხდა. ბოროტმოქმედების მიზანი ქალაქის ცენტრი იყო, სადაც ბევრი ოფისი, სასტუმრო და საელჩო მდებარეობს. წინასწარი მონაცემებით დაღუპულია 10 ადამიანი. მათ შორის პოლიციელები, მოქალაქეები და თვითონ თავდამსხმელები. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბოროტმოქმედები დაახლოებით 14 იყვნენ, მათ შორის ბოევიკები და თვითმკვლელი-ტერორისტები.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ჯერ კიდევ ნოემბერში ისლამური სახელმწიფო ემუქრებოდა ინდონეზიას.

 

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4254 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაპუტინმა და ობამამ უკრაინაში შექმნილი სიტუაცია განიხილეს