ადგილები, სადაც პარიზში ტერორისტული აქტები განხორციელდა

BBC-ი აქვეყნებს პარიზის რუკას, რომელზეც მონიშნულია ის ადგილები, სადაც ტერორისტული აქტები წუხელ ღამით განხორციელდა.

იარაღით თავდასხმები მოხდა პარიზის მე-10-ე რაიონში ბარ Lე Carillon-სა და რესტორან Le Petit Cambodge-ში. აქ ორივეგან ერთად 12 ადამიანი გარდაიცვალა.

იარაღით თავდასხმა მოხდა მე-11-ე რაიონშიც, რესტორან La Belle Equipe-სა და La Casa Nostra. La Belle Equipe-ში თავდასხმისას გარდაიცვალა 19 ადამიანი, La Casa Nostra-ში კი – 5 ადამიანი.

ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებას ბატალკანის საკონცერტო დარბაზში. ასევე მე-11-ე რაიონში. დარბაზში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. არსებული ოფიციალური ინფორმაციით, აქ დაახლოებით 80 ადამიანი გარდაიცვალა.

აფეთქების ხმა გაისმა სტად დე ფრანსზე, პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში. აქ 3 თავდამსხმელი გარდაიცვალა. სტადიონზე ამ დროს საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა. თამაშს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც ესწრებოდა.

გარდა სტად დე ფრანსისა, ყველა ადგილი ქალაქის ცენტრშია, მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ახლოს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში გამგზავრებულ 4 ქართველ ტურისტს ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან
შემდეგი სტატიაბაღდათის რაიონში მდინარის ადიდების შედეგად სამანქანო გზები დაიტბორა და მოძრაობა პარალიზებულია