ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში “ნაციონალური მოძრაობის” რეზოლუცია განიხილეს

news
: news დეკემბერი 8, 2015 19:32

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში “ნაციონალური მოძრაობის” რეზოლუცია განიხილეს

ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა, რომელიც რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის დროს დაკავებულების მიმართ რეზოლუციის შემუშავებას ეხება, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილეს.

რეზოლუციის პროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ სამი აქტივისტის დაკავება თავიდანვე უკანონო იყო და მათ არაადეკვატური სასჯელი შეეფარდათ.

უმრავლესობამ უმცირესობის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედი ფოფხაძემ, განაცხადა, “რეზოლუცია არის პოლიტიკური შინაარსის განცხადება, რომელიც ერთი პოლიტიკური ძალისგან მისაღებია, მაგრამ მთელმა პარლამენტმა ის არ უნდა გაიზიაროს”.

“ნაციონალურ მოძრაობას” არ ეთანხმება არც დეპუტატი გია პაპუაშვილი და მათ წარსულს ახსენებს.

news
: news დეკემბერი 8, 2015 19:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,921
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics