ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა თავმჯდომარის მოადგილეები აირჩია

კომიტეტის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე იქნება. ფოფხაძის გარდა კიდევ ორი მოადგილე ეყოლება თავმჯდომარეს. ”ქართული ოცნების” მხრიდან აღნიშნულ თანამდებობაზე რატი იონათამაშვილი, ხოლო ოპოზიციიდან ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ტუღუში იყვნენ წარდგენილები. ორივე კანდიდატს კომიტეტის წევრების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ასევე კომიტეტის დებულებასაც დაუჭირა მხარი, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნა.

banner
წინა სტატიაშიკაპანაძე მიდის – შემცვლელზე უშშროების საბჭო დღეს იმსჯელებს
შემდეგი სტატია(Video) მარიამ მამადაშვილი ევროვიზია 2016-ის გამარჯვებულია