ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ნინო ლომჯარიას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ომბუდსმენობის კანდიდატს, ნინო ლომჯარიას მხარი დაუჭირა. ფარულ კენჭისყრაზე, შვიდმა დეპუტატმა ნინო ლომჯარიას მხარი დაუჭირა, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარტიები ესწრებოდნენ. სხდომაში მონაწილეობა ოპიზიციას არ მიუღია.
ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა უმრავლესობამ დაასახელა. კანდიდატი არასამთავრობო სექტორმა წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიიდიგოვი: მოკლულებიდან ერთ-ერთი ნამდვილად ახმედ ჩატაევია
შემდეგი სტატიაქუმსიშვილი: აბრეშუმის გზა არ ჩაანაცვლებს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას