“ადამიანის უფლებათა ცენტრი” გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას უფლებებს დაიცავს

გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ინტერესებს “ადამიანის უფლებათა ცენტრი დაიცავს. ამის შესახებ ცნობილი სპეციალური ბრიფინგიდან გახდა.
საქმე ეხება ყოფილი მთავარი პროკურორსა და მთავარი აუდიტორს შორის მომხდარ ინცინდენტს.

„უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ ამ ფაქტის გამო, როდესაც ასეთი უმაღლესი თანამდებობის პირს, კონსტიტუციური თანამდებობის პირს, რომელსაც აქვს მაღალი კონსტიტუციური სტატუსი, მას თავს ესხმიან მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით და მას თავს დაესხნენ არა იმიტომ, რომ ის იყო ფიზიკური პირი ლაშა თორდია, ის იყო გენერალური აუდიტორი და მისი საქმიანობა იყო პირდაპირ კავშირში იმ თავდასხმასთან, რომელიც მის მიმართ განხორციელდა გამოძიება დაიწყო 126-ე მუხლით, რაც თავიდანვე იყო აბსურდული და კარგად იკვეთებოდა სახელმწიფოს საგამოძიებო ორგანოების მიზანმიმართული ქმედება, რომ ეს საქმე არ გამოძიებულიყო და ეს საქმე ძალიან მალე შეწყვეტილიყო. ეს საქმე არ არის ჩვეულებრივი ცემა, ეს საქმე არის თავდასხმა უმაღლესი თანამდებობის პირზე, რომელიც მის საქმიანობას უკავშირდება,“- განაცხადა თამარ ავალიანმა.

ავალიანი თვლის, რომ ლაშა თორდიას დაზარალებულის სტატუსი უნდა მიანიჭონ.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი შრომით უსაფრთხოების საკითხებზე კამპანიას იწყებს
შემდეგი სტატია“თუ დამაკავებენ, ეს მხოლოდ მათ დააზარალებს”- თორდია დაპატიმრებას არ გამორიცხავს