„ადამიანი უმადური არ უნდა იყო“ – რატომ უსაყვედურებს გოგი თოფაძე პრეზიდენტს?

საპარლამენტო ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძე აცხადებს, რომ სიტყვით გამოსვლისას, ის პრეზიდენტს აუცილებლად ეტყვის, რომ ადამიანს მადლიერების გრძნობა უნდა ჰქონდეს და ის უმადური არ უნდა იყოს.

როგორც გოგი თოფაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას ძალიან ბევრი რამ აქვს პრეზიდენტისთვის სათქმელი.

„ძალიან ბევრი რამ გვაქვს სათქმელი პრეზიდენტისთვის. ის „ქართული ოცნების“ სახელით მოვიდა, თუმცა მალევე განუდგა მას. მადლიერების გრძნობა უნდა ჰქონდეს ადამიანს და უმადური არ უნდა იყო. მე არ მოვერიდები სიტყვით გამოსვლისას და დღეს აუცილებლად ვიტყვი ამას. პრეზიდენტს დაახლოებით 2 საათი ექნება სიტყვით გამოსვლის დრო და ამის შემდეგ, ფრაქციის თავმჯდომარეებს 15-15 წუთი გვექნება“, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

ცნობისთვის საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვლენოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, ყოველწლიური მოხსენებით 14:00 საათზე წარსდგება. გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის რანგში საკანონმდებლო ორგანოს მესამედ მიმართავს.

banner
წინა სტატიაშითბილისის ხუთ სკოლაში სასწავლო პროცესი ისევ შეჩერდა
შემდეგი სტატიათემო მარგველაშვილი დაბადების დღის ბოლოს (ფოტო)