,,ადამიანები ბუნებას ემსგავსებიან და ბუნება – ადამიანებს, როდესაც ხალხი მშვიდდება, ბუნებაც მშვიდდება და პირიქით”

ილია მეორე-ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებს

ადამიანი უფალს თუ დაუახლოვდება დამშვიდდება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს ბრძანა.

პატრიარქმა ადამიანისა და ბუნების მსგავსებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ხშირია, როდესაც ადამიანი ისევე ღელავს, როგორც ბუნება. მისივე თქმით, ადამიანის დამშვიდებისთვის საჭიროა გულწრფელი ლოცვა.

“ჩვენთან არს ღმერთი – ეს სიტყვები ბიბლიიდანაა და ებრაულად გამოითქმება, როგორც ემანუელ. როდესაც ჩვენ ამ სიტყვებს ვამბობთ, ღრმად უნდა ჩავწვდეთ სიტყვების შინაარსს. თუ ჩვენთან არს ღმერთი, ყველაფერი დამშვიდდება.
ეს ქვეყანა და ადამიანები მღელვარე ზღვას ჰგავს. ადამიანები ბუნებას ემსგავსებიან და ბუნება ადამიანებს ემსგავსება. ეს საყურადღებოა. როდესაც ხალხი მშვიდდება, ბუნებაც მშვიდდება და პირიქით”, – განაცხადა ქადაგებისას პატრიარქმა.

ილია მეორემ ქადაგებისას აღნიშნა, რომ დღევანდელ ადამიანს უპირველეს ყოვლისა უიმედობა ახასიათებს. ამის გამოსასწორებლად კი უფალს უნდა შესთხოვოს ადამიანმა, რომ გახსნას მათი გულები და გონება, რათა ჭეშმარიტება შეიმეცნონ.

“რა ახასიათებს დღევანდელ ადამიანს? – უპირველეს ყოვლისა უიმედობა. იმედი არ აქვს ხვალინდელი დღისა და თავისი თავის. არ იცის, რა მოელის ხვალ, ამიტომ, როცა ვლოცულობთ, უფალს უნდა ვთხოვოთ, გახსნას ჩვენი გული და გონება, რათა ჭეშმარიტება ვცნათ.
უფალი ბრძანებს – მე ვარ გზა ჭეშმარიტებისკენ. თუ ამას გავიგებთ, ჩვენ გადავრჩებით”, – განაცხადა უწმინდესმა.

პატრიარქმა ადამიანი იმ ნავს შეადარა, რომელშიც ბიბლიის მიხედვით მაცხოვარი მოციქულებთან ერთად მღელვარე ზღვაში იმყოფებოდა. მისივე თქმით, თუ ადამიანი უფალს დაუახლოვდება, დამშვიდდება, ისევე, როგორც დამშვიდდა სახარების მიხედვით მღელვარე ზღვა.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/366158-ilia-meore-adamianebi-bunebas-emsgavsebian-da-buneba-adamianebs-rodesac-khalkhi-mshviddeba-bunebac-mshviddeba-da-piriqith.html

banner
წინა სტატიაშიჰაკერებმა აშშ-ს ფედერალური ბიუროს 20 ათასი აგენტის მონაცემები გაასაჯაროვეს
შემდეგი სტატიაქუთაისის ციხესთან პატიმრების ახლობლებმა აქცია გამართეს