აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას სავარაუდოდ ნუგზარ სურმანიძე დაიკავებს

გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი ნუგზარ სურმანიძე დაიკავებს, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი იყო.

„უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციები არ გამართულა. როგორც კი გაიმართება კონსულტაციები, უმრავლესობა დაასახელებს ღირსეულ კანდიდატს,“-აცხადებს სურმანიძე.

ჯერჯერობით უცნობია შევა თუ არა უმაღლეს საბჭოში “ნაციონალური მოძრაობა”. პარტიის ლიდერების განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდება ცნობილი რაც ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდება.

აჭარის უმაღლეს საბჭოში სულ ოთხი პარტია შევიდა. 14 მანდატი აქვს “ქართულ ოცნებას”, 5 “ენმ”-ს, 1 “პატრიოტთა ალიანსს” და 1 ნინო ბურჯანაძის პარტიას. თუმცა როგორც ცნობილია “პატრიოტთა ალიანსის” სიის პირველი ნომერი დავით -თარხან მოურავი არ აპირებს უმაღლეს საბჭოში შესვლას და მან თავისი მანდატი პარტიის სიის მეორე ნომერს ზაზა ოქუაშვილს დაუთმო.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : “ნინო გოგუაძე საკუთარ თანაპარტიელებს აღარ ინდობს, სხვას როგორ დაინდობს”
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ირაკლი კობახიძე დაიკავებს