აჭარის ტელევიზიასა და რადიოს ახალი დირექტორი ჰყავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე გახდა. მან მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრების უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო. განმეორებითი კენჭისყრის შედეგად, ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა დაუჭირა მხარი. ის მოვალეობის შესრულებას 21 დეკემბრიდან შეუდგება.

შეგახსენებთ, კონკურსში 7 კანდიდატი მონაწილეობდა: მოქმედი დირექტორი სოსო სტურუა, ნათია კაპანაძე, ფირუზ ბოლქვაძე, გიორგი მოისწრაფიშვილი, დავით დიასამიძე, ვლადიმერ ჭელიძე და დავით ჩხარტიშვილი.

თავდაპირველად კონკურსში 10 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა სამი მათგანი საბუთების გადარჩევისას გამოეთიშა კონკურსს.

მრჩეველთა საბჭო დირექტორს სამი წლის ვადით ირჩევს. დირექტორის ასარჩევად დამსწრეთა უმრვალესობის მხარდეჭარა იყო საჭირო.

მოქმედ დირექტორს, სოსო სტურუას უფლებამისილება 20 დეკემბერს უწყდება. სწორედ ამ დროის შემდეგ შეუდგება საქმიანობას ახალი დირექტორი.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვმა ცივი ომის დაწყების შესახებ განაცხადა
შემდეგი სტატიალვოვის სასამართლო ხატია დეკანოიძისთვის სასჯელის დაკისრებას ითხოვს