აჭარის ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პასუხობს

აჭარის ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პასუხობს

ბოლო პერიოდში მედიასაშუალებები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას აჭარაში მიმდინარე მშენებლობებისა და საინვესტიციო პროექტების შეწყვეტის შესახებ. საუბარია სასტუმროების – Trump Tower-ის, Holiday-inn-ის, Kempinski-ს, Hotel Reina-ის, Hotel Princess-ის – მშენებლობის შეჩერებაზე. აჭარის მთავრობა პროექტების შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გადაამოწმა ეს ცნობები და დაადგინა, რომ უმეტეს შემთხვევაში, საინვესტიციო პროექტების სამშენებლო პროცესი შეფერხებულია, თუმცა სრულიად შეწყვეტილი არ არის.

სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ:

Holiday Inn-ის, Kempinski-ის, Hotel Reina-ის, Hotel Princess-ის ბრენდის სასტუმროების განთავსების ვალდებულება არც ერთ ინვესტორს ხელშეკრულებით ნაკისრი არ აქვს – ამ ბრენდების სასტუმროების მშენებლობის შესახებ ცნობილი პოლიტიკოსთა საჯარო განცხადებებიდან გახდა;

Trump Tower-ის და სასტუმრო „პონტოს“ მშენებლობის შესახებ ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საერთოდ არ აქვს;

მშენებლობის ვადები ყველა კომპანიას დარღვეული აქვს როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების პირობებში;

ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საკუთრების უფლება ჩამოერთვა მხოლოდ ერთ კომპანიას – შპს ENVIL BATUM-ს.

სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“

სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, თუმცა შენობის ძირითადი ნაწილი უკვე აგებულია. სასტუმრო გოგებაშვილის 10-ში მდებარეობს და მისი საერთო ფართობია 4478 კვ.მ.-ს შეადგენს, მასზე მიმაგრებული 2522.27 კვ.მ. მიწის ნაკვეთით. ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2008 წლის 2 ივლისს, შპს „არაი ჯორჯიაზე“ 3 მილიონ დოლარად გაასხვისა იმ პირობით, რომ სასტუმროს მშენებლობა 2010 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. სამინისტროსა და შპს „არაი ჯორჯიას“ შორის 2008 წელს გაფორმებული ხელშეკრულებაში ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა. ხელშეკრულების პირველი რედაქციით, მყიდველს ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში უნდა აეშენებინა სულ მცირე 60 ნომრიანი სასტუმრო და სამორინე. 2011 წელს შეტანილი ცვლილებებით კი „არაი ჯორჯიას“ ნაკისრი ვალდებულებების შესასასრულებლად დამატებით ორწლიანი ვადის მიცემა განესაზღვრა. შეიცვალა სასტუმროს ნომრების რაოდენობაც და ახალ რედაქციაში 60 ნომრის ნაცვლად, 150 ნომერი ჩაიწერა.

მორიგი ცვლილებები ხელშეკრულებაში 2013 და 2014 წლებში განხორციელდა. 2013 რედაქციის მიხედვით, შეიცვალა მშენებელი კომპანიის სახელწოდება და „არაი ჯორჯიას“ ნაცვლად შპს „ქროსვეისია“ (ს/კ 205180935) მოხსენიებული, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თეიმურაზ უგულავაა. 2014 წელს შესული ცვლილებებით კი მშენებლობის დასრულების ბოლო ვადად მითითებულია 2015 წლის 1 მაისი. ცვლილებებთან ერთად, 2014 წლის მაისში, მფლობელ კომპანიას აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 400 000 დოლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ბოლო პერიოდში მედიასაშუალებები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას აჭარაში მიმდინარე მშენებლობებისა და საინვესტიციო პროექტების შეწყვეტის შესახებ. საუბარია სასტუმროების – Trump Tower-ის, Holiday-inn-ის, Kempinski-ს, Hotel Reina-ის, Hotel Princess-ის – მშენებლობის შეჩერებაზე. აჭარის მთავრობა პროექტების შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გადაამოწმა ეს ცნობები და დაადგინა, რომ უმეტეს შემთხვევაში, საინვესტიციო პროექტების სამშენებლო პროცესი შეფერხებულია, თუმცა სრულიად შეწყვეტილი არ არის. სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ: Holiday Inn-ის, Kempinski-ის, Hotel Reina-ის, Hotel Princess-ის ბრენდის სასტუმროების განთავსების ვალდებულება არც ერთ ინვესტორს ხელშეკრულებით ნაკისრი არ აქვს – ამ ბრენდების სასტუმროების მშენებლობის შესახებ ცნობილი პოლიტიკოსთა საჯარო განცხადებებიდან გახდა; Trump Tower-ის და სასტუმრო „პონტოს“ მშენებლობის შესახებ ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საერთოდ არ აქვს; მშენებლობის ვადები ყველა კომპანიას დარღვეული აქვს როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების პირობებში; ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საკუთრების უფლება ჩამოერთვა მხოლოდ ერთ კომპანიას – შპს ENVIL BATUM-ს. სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“ სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, თუმცა შენობის ძირითადი ნაწილი უკვე აგებულია. სასტუმრო გოგებაშვილის 10-ში მდებარეობს და მისი საერთო ფართობია 4478 კვ.მ.-ს შეადგენს, მასზე მიმაგრებული 2522.27 კვ.მ. მიწის ნაკვეთით. ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2008 წლის 2 ივლისს, შპს „არაი ჯორჯიაზე“ 3 მილიონ დოლარად გაასხვისა იმ პირობით, რომ სასტუმროს მშენებლობა 2010 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. სამინისტროსა და შპს „არაი ჯორჯიას“ შორის 2008 წელს გაფორმებული ხელშეკრულებაში ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა. ხელშეკრულების პირველი რედაქციით, მყიდველს ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში უნდა აეშენებინა სულ მცირე 60 ნომრიანი სასტუმრო და სამორინე. 2011 წელს შეტანილი ცვლილებებით კი „არაი ჯორჯიას“ ნაკისრი ვალდებულებების შესასასრულებლად დამატებით ორწლიანი ვადის მიცემა განესაზღვრა. შეიცვალა სასტუმროს ნომრების რაოდენობაც და ახალ რედაქციაში 60 ნომრის ნაცვლად, 150 ნომერი ჩაიწერა. მორიგი ცვლილებები ხელშეკრულებაში 2013 და 2014 წლებში განხორციელდა. 2013 რედაქციის მიხედვით, შეიცვალა მშენებელი კომპანიის სახელწოდება და „არაი ჯორჯიას“ ნაცვლად შპს „ქროსვეისია“ (ს/კ 205180935) მოხსენიებული, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თეიმურაზ უგულავაა. 2014 წელს შესული ცვლილებებით კი მშენებლობის დასრულების ბოლო ვადად მითითებულია 2015 წლის 1 მაისი. ცვლილებებთან ერთად, 2014 წლის მაისში, მფლობელ კომპანიას აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 400 000 დოლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. სასტუმრო „კემპინსკი“ „კემპინსკად“ წოდებული სასტუმრო, რომლის მშენებლობა ბათუმის საფეხბურთო სტადიონის (ს/კ 05.01.02.011) ტერიტორიაზე 2009 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე დაუმთავრებელია. ამ ეტაპზე ძირითადი შენობა აგებულია, მაგრამ მოპირკეთებითი სამუშოები არ მიმდინარეობს. ობიექტი 2006 წლის ოქტომბერში, 2 მილიონი დოლარად გასხვისდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ. მყიდველმა კომპანია GIMG-მ (ს/კ 245549394) აიღო ვალდებულება, რომ განახორციელებდა ოცდათხუთმეტი მილიონი დოლარის ინვესტიციას და დაასაქმებდა საქართველოს 500 მოქალაქეს. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, არც შპს GIMG-ს აქვს აღებული ოფიციალური ვალდებულება ამ შენობაში Kempinski-ს ბრენდის სასტუმრო განათავსოს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და GIMG-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ბოლო ცვლილება 2014 წლის 4 ივლისს შევიდა. ცვლილებების მიხედვით, მშენებლობის დასრულების ვადად 2016 წლის 30 ივნისი განისაზღვრა. ამ დროისთვის კომპანიამ სასტუმროს კომპლექსი, ბიზნესცენტრი, საცხოვრებელი კომპლექსის ორი ბლოკის, გასართობი ცენტრის და მულტიპლექსის ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს. კომპანია GIMG-ს 100% წილის მფლობელი ავსტრიაში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება GAB-Resort-ია. სასტუმრო „პრინცესა“ სასტუმრო „პრინცესა“, იგივე ძველი ფოსტის შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძის 33-ში მდებარეობს. ამ დროისთვის ობიექტზე სამშენებლო სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის მთავრობამ შპს „აქთივ ბათუმზე“ (ს/კ 445384753) 2010 წლის 30 მარტს, ქონება შემდეგი პირობით გაასხვისა: მყიდველს 2 500 000 დოლარის ექვივალენტი ლარში, ეტაპობრივად 2011 წლის 15 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა, ხოლო 100 ნომრიანი სასტუმრო 48 თვის ვადაში, 2014 წლის გაზაფხულზე უნდა გახსნილიყო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კი თავის მხრივ აიღო ვალდებულება, სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ

 

სასტუმრო „კემპინსკი“

„კემპინსკად“ წოდებული სასტუმრო, რომლის მშენებლობა ბათუმის საფეხბურთო სტადიონის (ს/კ 05.01.02.011) ტერიტორიაზე 2009 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე დაუმთავრებელია. ამ ეტაპზე ძირითადი შენობა აგებულია, მაგრამ მოპირკეთებითი სამუშოები არ მიმდინარეობს. ობიექტი 2006 წლის ოქტომბერში, 2 მილიონი დოლარად გასხვისდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ. მყიდველმა კომპანია GIMG-მ (ს/კ 245549394) აიღო ვალდებულება, რომ განახორციელებდა ოცდათხუთმეტი მილიონი დოლარის ინვესტიციას და დაასაქმებდა საქართველოს 500 მოქალაქეს. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, არც შპს GIMG-ს აქვს აღებული ოფიციალური ვალდებულება ამ შენობაში Kempinski-ს ბრენდის სასტუმრო განათავსოს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და GIMG-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ბოლო ცვლილება 2014 წლის 4 ივლისს შევიდა. ცვლილებების მიხედვით, მშენებლობის დასრულების ვადად 2016 წლის 30 ივნისი განისაზღვრა. ამ დროისთვის კომპანიამ სასტუმროს კომპლექსი, ბიზნესცენტრი, საცხოვრებელი კომპლექსის ორი ბლოკის, გასართობი ცენტრის და მულტიპლექსის ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს. კომპანია GIMG-ს 100% წილის მფლობელი ავსტრიაში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება GAB-Resort-ია.

dscn0495

სასტუმრო „პრინცესა“

სასტუმრო „პრინცესა“, იგივე ძველი ფოსტის შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძის 33-ში მდებარეობს. ამ დროისთვის ობიექტზე სამშენებლო სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის მთავრობამ შპს „აქთივ ბათუმზე“ (ს/კ 445384753) 2010 წლის 30 მარტს, ქონება შემდეგი პირობით გაასხვისა: მყიდველს 2 500 000 დოლარის ექვივალენტი ლარში, ეტაპობრივად 2011 წლის 15 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა, ხოლო 100 ნომრიანი სასტუმრო 48 თვის ვადაში, 2014 წლის გაზაფხულზე უნდა გახსნილიყო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კი თავის მხრივ აიღო ვალდებულება, სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული სამორინე სანებართო მოსაკრებელისგან 10 წლის განმავლობაში გაეთავისუფლებინა. მშენებლობა დათქმულ ვადაში ვერ დასრულდა. ხელშეკრულებაში ბოლო ცვლილება 2014 წლის 30 მარტს შევიდა და სასტუმროს ექსპლოატაციაში შესვლის თარიღად 2016 წლის 30 იანვარი განისაზღვრა. შპს „აქთივ ბათუმის“ 100% წილის მფლობელი სააქციო საზოგადოება „ირადა“ ლიხტენშტეინშია რეგისტრირებული.

dscn0479

სასტუმრო „რეინა“

Reina ბათუმში, მემედ აბაშიძის 34-სა და დუმბაძის ქუჩა 16-18-ში მდებარეობს. N1 აფთიაქის ყოფილ შენობაში, სადაც სასტუმრო უნდა განთავსდეს, შენობის განახლებისა და იქ სასტუმროს მოწყობის სამუშაოები ამ დრომდე არ მიმდინარეობს. უძრავი ქონება და მასზე მიმაგრებული მიწის ფართობი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2011 წლის 28 იანვარს 1 მილიონ დოლარის ექვივალენტ ლარში გაასხვისა. თავის მხრივ, შპს „ჟასმინმა“ (ს/კ 445389259) 16 თვის ვადაში 40 ნომრიანი სასტუმროს, რესტორნის მშენებლობის და საქართველოს 80 მოქალაქის დასაქმების ვალდებულება აიღო, მაგრამ დათქმულ ვადაში (2012 წლის ივნისი) პირობები ვერ შეასრულა. ბოლო ცვლილება ხელშეკრულებაში 2013 წლის 25 სექტემბერს შევიდა, როდესაც კომპანია საპრივატიზებო ხელშეკრულებით დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლდა აჭარის ქონების მართვისა და განკარგვის კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე, რაც საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით ინვესტორის დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ახალი ხელეშკრულებით „ჟასმინმა“ აიღო ვალდებულება მშენებლობის ნებართვის აღებიდან 2 თვის განმავლობაში დაეწყო სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა და 24 თვის ვადაში დაესრულებინა. ამ ეტაპზე სამუშაოები ისევ არ მიმდინარეობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე კომპანია ისევ საპროექტო სამუშაოებით არის დაკავებული. „ჟასმინის“ 10% წილის მფლობელი თურქეთის მოქალაქე მეჰმეთ ქოჩარსლაია, ხოლო 90%-იან წილს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მელს თურიზმ გიდა ვე ინშაათ სანაია“, რომელიც ასევე თურქეთშია რეგისტრირებული.

dscn8836

„ენვილ ბათუმი“

კიდევ ერთი, 150 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა დაგეგმილი იყო ბათუმის ახლადშემოერთებულ დასახლება კახაბერში (ს/კ 05.32.03.822). შპს ENVIL BATUM-ს (ს/კ 404940640), რომლის მეწილეები უკრაინის მოქალაქეები ვოლოდიმირ და ანატოლი დრობოტები არიან, ქონება 2012 წლის 10 აპრილს პირდაპირი მიყიდვის ფორმით ერთ ლარად გადაეცა. მშენებლობა ამ მისამართზე საერთოდ არ დაწყებულა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტით დგინდება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2014 წლის 2 სექტემბერს, შპს ENVIL BATUM-თან ხელშეკრულება მოიშალა და კომპანიას დაეკისრა ჯარიმა 56 304 ლარის ოდენობით, ერთ ლარად გადაცემული ქონება კი ისევ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას დაუბრუნდა. ამჟამად კომპანიის წარმომადგენლობა ხელშეკრულებაში მითითებულ იურიდიულ მისამართზე საერთოდ არ იმყოფება.

2014 წლის 22 დეკემბერს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ არც ერთ ინვესტორს, გარდა ერთისა (ENVIL BATUM), აჭარა არ დაუტოვებია, ხოლო კონკრეტულ ოპერატორებთან შეთანხმებას სასტუმროს ინვესტორები აწარმოებენ. მსგავსი განცხადება გააკეთა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმაც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ საინვესტიციო პირობების შესრულებაზე ეფექტიანი კონტროლის დაწესება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ახალი პროექტების განხორციელება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ გონივრულად განკარგოს მის ხელთ არსებული ქონება და, განსაკუთრებით პირდაპირი მიყიდვის ფორმის გამოყენების შემთხვევაში, დაადგინოს კრიტერიუმები, რათა თავიდან აიცილოს არასასურველი შედეგი, რაც საინვესტიციო პროექტების განხორციელების გაჭიანურებით, შეჩერებით ან შეწყვეტით შეიძლება გამოიხატოს.

წყარო:„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აჭარის ფინანსთა მინისტრის პასუხობს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე შეჩერებულ სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებით, საპასუხო ინფორმაცია გაავრცელა.

„აჭარაში მშენებლობებისა და საინვესტიციო პროექტების თითქოს შეფერხებასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ ინვესტიციები იზრდება, კერძოდ, 2014 წლის ინვესტიცია 276,5 მლნ აშშ დოლარია და 2013 წელთან შედარებით 42 %-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება გაფორმებულ ხელშეკრულებებს, რომელშიც ბრენდები არ წერია, ხელშეკრულებები უკვე გაფორმებული დაგვხვდა და არსად არ იყო ბრენდი გაწერილი.

რაც შეეხება სასტუმრო „ჰოლიდეი ინს“, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ პროექტი არ გაჩერებულა, იცვლება ბრენდი. უფრო მეტიც, შემოვა უფრო მაღალი დონის ოპერატორი – „ქრაუნ პლაზა“. პროექტში ცვლილების განხორციელება კულტურული მემკვიდრეობისა და ქალაქის მერიის თანხმობით მოხდა. უახლოეს პერიოდში დაიწყება პროექტში ცვლილება.

სასტუმრო „პრინცესა ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ჩვენი თხოვნა იყო, რაღაც პერიოდის განმავლობაში შეეჩერებინათ სამუშაოები, რათა მიმდინარე ღონისძიებებისთვის ხელი არ შეეშალათ. სავსებით ლოგიკურია, რომ ცოტაოდენი შეფერხება და ვადის გაგრძელება მოხდება.

ყველას კარგად გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის პოპულისტური გამოსვლები და განცხადებები „ტრამპ თაუერთან“ დაკავშირებით. თუმცა დღემდე არსად არ არსებობს პროექტიც კი. მიწის ნაკვეთზე, სადაც „ტრამპ თაუერის“ მშენებლობა დააანონსეს, იმ დროინდელმა ხელმძღვანელებმა უპირობოდ გაყიდეს და ხედავთ რა მდგომარეობაშია დღეს ეს მიწა.

მინდა მოვუწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც აცხადებენ, რომ თითქოს ინვესტიციები ფერხდება, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ მსგავს შეფასებებს, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ ეს აშინებთ ინვესტორებს და ამ ყველაფერმა შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს ინვესტიციებზე“.

banner
წინა სტატიაშიმოლდოვამ პროევროპელი პრემიერმინისტრი აირჩია
შემდეგი სტატიასამშენებლო ობიექტები სახელმწიფო ვალდებულებებისგან თავისუფლდებიან