აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ “ქართული ოცნების” წევრი ზურაბ პატარაძე აირჩიეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ “ქართული ოცნების” წევრის ზურაბ პატარაძის არჩევას აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე 14 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ზურაბ პატარაძე ამ პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 29 ნოემბერს წარადგინა.

აჭარის წინა მოწვევის უმაღლესმა საბჭომ 12 ხმით აჭარის მთავრობის თავმჯოდამარედ ზურაბ პატარაძე პირველად 15 ივლისს აირჩია.

აჭარის უმაღლეს საბჭოში სულ 26 წევრისგან შედგება.

banner
წინა სტატიაშიდავით დარჩიაშვილმა შესაძალოა, „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს
შემდეგი სტატიასაქართველოში სიგარეტების ფასმა 20-30 თეთრით მოიმატა