აჭარის კრიმინალური პოლიციის უფროსი “ლეოგრანდში” გაჩენილ ხანძარზე – ვინც საჭიროა და ვინც მოწმის სახით არის დასაკითხი, ყველა იკითხება

ვინც საჭიროა და ვინც მოწმის სახით არის დასაკითხი, ყველა იკითხება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს  აჭარის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსმა, ზაზა დიასამიძემ განუცხადა.

ზაზა დიასამიძემ მცირე კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოიკითხა თუ არა სასტუმროს წარმომადგენლები.

”მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ვინც საჭიროა და ვინც მოწმის სახით არის დასაკითხი, ყველა იკითხება”, – განაცხადა დიასამიძემ.

ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი გუშინ, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.

ოფიციალური ინფორმაციით, ხაძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაციის დროს დაღუპულ ვანო გოლოშვილს ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ
შემდეგი სტატიასასტუმრო ”ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი გლოვის დღედ ცხადდება