აჭარაში პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისი დააზიანეს

აჭარაში, “პაატა ბუჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის” ოფისი დააზიანეს. ოფისს გვიან ღამით უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს. დაზიანებულია საარჩევნო ბანერი, ჩამსხვრეულია ოფისის შესასვლელი კარის მინა.

ფაქტის შესახებ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა ამირან ბერიძემ განაცხადა.

კანდიდატი აცხადებს, რომ ეს ფაქტი შეგნებულად ოპონენტმა პოლიტიკურმა პარტიებმა ჩაიდინეს, რადგან ისინი ძლიერი კონკურენტები არიან. ამირან ბერიძემ კონკრეტულად არც ერთი პარტია არ დაუსახელებია.

ფაქტი შტაბის წევრებმა დილით აღმოაჩინეს და პოლიციას მიმართეს.

ამ დრომდე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ვიღაცას გონია, რომ ამ ფონით მიაღწევს წარმატებას
შემდეგი სტატია“სისულელეებს თავი დაანებონ”- გიგი წერეთლის კომენტარი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე