აჭარაში ნათლისღების დღესასწაული ტრადიციულად, ზღვაში შესვლით აღნიშნეს

აჭარაში ნათლისღების დღესასწაული მორწმუნეებმა ტრადიციულად, ზღვაში შესვლით აღნიშნეს.

სასულიერო პირებმა ნათლისღების ლოცვა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში აღავლინეს, რის შემდეგაც ზღვის კურთხევა შესრულდა და მორწმუნეები წყალში შევიდნენ.

ქობულეთისა და ბათუმის მოსახლეობა ყოველ 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, სანაპიროზე იკრიბება და მოძღვრებთან ერთად განბანვის ცერემონიაში მონაწილეობს.

ნათლისღების დღესასწაულზე ზღვაში შესვლა მეუფე დიმიტრის ინიციატივით, აჭარაში უკვე რამდენიმე წელია სრულდება.

banner
წინა სტატიაშიდღეს ჩვილთა 47-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
შემდეგი სტატია“კალაძეს ვურჩევდი ნუ დაემსგავსება წინა ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს, მაპ-ზე უკეთესი მივიღეთო რომ გვიმტკიცებდნენ”-ხუხაშვილი