აჭარაში 213 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

სამართალდამცველებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებისა და ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენის და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ერთობლივი ღონისძიება ჩაატარეს.

ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 2016 წლის 12 ივნისს ბათუმის პორტში, სატვირთო ავტომანქანის მისაბმელის იატაკში მოწყობილ სპეცილურ სამალავში აღმოჩენილ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობა – 356 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, ჰეროინს შეიცავს.

დადგინდა, რომ თითოეული შეკვრის წონა, დაახლოებით, 600 გრამს შეადგენს. სულ ამოღებულია 213 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება გამოძიებას ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აწარმოებს.

ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, ტრაილერი 9 ტონა ბრინჯით იყო დატვირთული და მას ჰოლანდიელი მძღოლი მართავდა. ტრაილერს ევროკავშირის ნომრები აქვს. შემოწმების შედეგად ტრაილერმა სკანერი გაიარა, ტრაილერის სამალავში ნარკოტიკი აღმოჩნდა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ტყემალაძე „მრეწველების“ „პატრიოტთა ალიანსთან“ ბლოკს გამორიცხავს
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით, ქუთაისში პოლიციელსა და მოქალაქეს შორის ინციდენტი მოხდა