აჭარას სავარაუდოდ ხვალ ახალი თავმჯდომარე ეყოლება

ხვალ აჭარას ახალი თავმჯდომარე ეყოლება, განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” წევრმა, ანზორ თხილაიშვილმა გააკეთა. მისი განცხადებით, პრეზიდენტი დღეს კონსულტაციებს გაივლის და წარადგენს ახალ კანდიდატს, ხვალ კი დაამტკიცებენ ზურაბ პატარაძეს.

“კონსულტაციები პრაქტიკულად დასრულებულია, ჩვენ გვაქვს 12 ხმა თავმჯდომარის ასარჩევად” განაცხადა თხილაიშვილმა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან 6 ივლისს გადადგა, ამ პოსტზე ერთადერთ კანდიდატურას პატარაძე განიხილება. კანონმდებლობით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატს პრეზიდენტი წარადგენს. მის ასარჩევად კი უმაღლეს საბჭოს 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

banner
წინა სტატიაში(video) ძლიერი ჭექა-ქუხილი მოსკოვში
შემდეგი სტატიაშსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავა