აბუ ბაქარ ალ-ბაღდადი სირიაში ბოევიკების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმალება

ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი აბუ ბაქარ ალ-ბაღდადი სირიაში ბოევიკების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმალება მდინარე ევფრატის დაბლობზე, რომელიც ერაყს ესაზღვრება – Fox News-ს ერაყის ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელმა აბუ ალი ალ-ბასრიმ განუცხადა. “უკანასკნელი ინფორმაციით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ის სირიაში, ალ-ხაჯინში იმყოფება, 29 კილომეტრის დაშორებით დეირ-ზე-ზორიდან” – თქვა მან. ალ-ბასრიმ განმარტა, რომ მონაცემები უახლოესია და უკანასკნელი რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, ამ ინფორმაციას გამოიყენებენ სირია, რუსეთი და ირანი ოპერაცის დასაგეგემავად – თქვა ალ-ბასრიმ.

უკანასკნელი წლების მანძილზე არა ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია აბუ ბაქარ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ. უკანასკნელად ის 2017 წლის ზაფხულში ნახეს. მასთან არიან მისი ვაჟიშვილი და მეგობარი-მძღოლი. ალ-ბაღდადი ელექტორნულ მოწყობილობებს არ ხმარობს, რაც მის პოვნას ართულებს.

banner
წინა სტატიაშიიტალიის პრეზიდენტი “ნეიტრალური მთავრობის” ფორმირების წინადადებით გამოდის
შემდეგი სტატიაგერმანიაში 89 წლის ნაცისტ-ბებიაზე ძებნა გამოცხადდა