აბსურდულია ის, რომ მამა გიორგი ვინმეს მკვლელობას გეგმავდა

პატრიარქის პირადი დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი ე.წ. ციანიდის საქმესთან მიმართებით კომენტარს აკეთებს. „არჩევანის“ ეთერში ოხანაშვილმა განაცხადა, რომ იგი არ გამორიცხავს, მოხდეს მისი დაკავება:

„ვემიჯნები ყველანაირ პოლიტიკას, რაც ხდება სხვანაირი ბრძოლაა, ცდილობენ ბოროტი ძალები, რომ ეს ყველაფერი დააკავშირონ პოლიტიკასთან. მე ვიყავი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ისეთი რაღაც მოხდა, რომ ახლაც კი გაოგნებული ვარ, ბევრ რამეს ჯერკიდევ ვერ ვაცნობიერებ. ეს დასრულდა იმით, რომ მე წამოვედი სამსახურიდან, რომელიც იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი და მეორე ოჯახი. ეს უკავშირდება ბოლო დროს ატეხილ სკანდალს, უშუალოდ მე მეხებოდა, ეს დაკავშირებული იყო პატრიარქთან მიმართებით, პატრიარქის უსაფრთხოებას ეხებოდა, მე ვეღარ გავჩერდებოდი იმ თანამდებობაზე, მიმძიმდა, მაგრამ ეს ნაბიჯი გადავდგი პატრიარქთან შეთანხმებით. არის მცდელობა იმისა, რომ მე დამაკავშირონ იმ კუთხით, რომ ვიყავი ორგანიზატორი, არ გამოვრიცხავ ჩემს დაკავებას, რადგან ძიებაშია საქმე“, – განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

სოსო ოხანაშვილის თქმით დეკანოზი გიორგი მამალაძე მისი მეგობარია და რამდენიმე წელია იცნობს:

„დეკანოზი მამალაძე ჩემი მეგობარია, წლების განმავლობაში ვიცნობ, ის ჩამოდიოდა პატრიარქთან მის სანახავდ. მე ვფიქრობ, რომ აბსურდულია ის, რომ მამა გიორგი ვინმეს მკვლელობას გეგმავდა. მეუფე დიმიტრი წლების განმავლობაში ემიჯნება იმ აზრს, რომ მას აქვს მოტივაცია, სურვილები პატრიარქის ტახტისა, იდეაშიც არ უშვებს ამას. გაფიქრებაც არ შეიძლება იმის, როდესაც ჩვენი პატრიარქი ცოცხალია. მე რომ არ ვყოფილიყავი ნათესავი, იმ შემთხვევაშიც მოხდებოდა ასეთი რაღაც, მაგრამ სხვა ვითარებაში. იყო მცდელობა, რომ დაცვის სამსახურიდან ყველა წასულიყო, მაგრამ პატრიარქის გადაწყვეტილებით უსაფრთხოების სამსახურის ბიჭები დარჩნენ. პატრიარქი დაცულია, როგორც ღვთის წყალობით, ასევე ჩვენი ბიჭების წყალობით. ეს არის კარგად ორგანიზებული მზაკვრული გეგმა მართული გარედან“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიასოსო ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ე.წ. ციანიდის საქმის მოწმის, ირაკლი მამალაძის, მიერ გაკეთებულ ჩანაწერებში თავადაც ფიგურირებდეს