აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ბოკერია რამე კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან , თუმცა არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი – მელია

ნიკა მელია გამორიცხავს, რომ გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილთან “რაიმე კავშირშია”, თუმცა ამბობს, რომ არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი:

“ბუნებაში არ მოიძებნება “ნაციონალური მოძრაობის” 7 000 წევრი, რომელიც მხარს დაუჭერდა გიგა ბოკერიას. სამწუხაროა, რომ ეს ჯგუფი ტოვებს “ნაციონალურ მოძრაობას”. ახლა გვაქვს ინფორმაცია, რომ ხალხი ჩამოჰყავთ სამცხე-ჯავახეთიდან, სხვადასხვა რაიონიდან და შეიძლება წარმოჩნდნენ, რომ ისინი ბევრი არიან. მათ ნაწილს ვუსურვებ წარმატებას იმ გზაზე, რომელსაც თავად ირჩევენ, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით ეს გახდება გაერთიანება, რომელიც დაემსგავსება არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანებას. ვინაიდან, ძალიან კარგად ვიცნობ ბოკერიას, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ის რამე კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან. ამას აბსოლუტურად გამოვრიცხავ, მაგრამ არის ბევრი კითხვის ნიშანი და მათ შორის მეც მაქვს ბევრი კითხვის ნიშანი განვითარებულ მოვლენებზე”,- განაცხადა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დღეს დავით კირკიტაძის პროცესი უნდა შედგეს ე.წ ტრაქტორების საქმეში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით. პროკურატურა კირკიტაძეს გუბერნატორობის პერიოდში 2 ერთეული ტექნიკის არამიზნობრივად გამოყენებას ედავება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სახელმწიფო მდივნის ხანმოკლე ვიზიტის დეტალები
შემდეგი სტატიაპოლიციელის დაჭრის ბრალდებით შსს-მ 3 პირი დააკავა