„აბრეზი„, 63 საბრძოლო ვაზნა, 10 ხელყუმბარა, 4 ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა და ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი – მოქალაქემ შსს-ს საბრძოლო მასალა ჩააბარა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ახალციხის რაიონის მცხოვრებმა, 1992 წელს დაბადებულმა დ.ბ.-მ ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა.

უწყების ცნობით, სულ ჩაბარებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი – ე.წ. „აბრეზი“, 63 საბრძოლო ვაზნა, 10 ხელყუმბარა, 4 ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა და მსხვილკალიბრიანი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი.

შს სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პირი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება.

banner
წინა სტატიაშიგანხეთქილება “ოცნებაში” – უმრავლესობის დეპუტატი თეა წულუკიანს უპირისპირდება
შემდეგი სტატიაევროპული საქართველო თბილისის მთავრობას მხარს არ დაუჭერს