აბესაძეს საკრებულოს თავმჯდომარეობა სურდა, რაც კალაძეს არ აწყობდა-მელია

ოთარ აბესაძე არ იყო ,,ქართული ოცნების“ რიგითი აქტივისტი ის იყო ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და მთავარი სპიკერი თვითმართველობის დონეზე,- აცხადებს ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია .
მისი თქმით, თუ სუს-ს კორუფციასთან ბრძოლა რეალურად სურს მაშინ მერიაში არცერთი მაღალი თანამდებობის პირი არ დარჩება დაუსჯელი , რადგან მელია ამბობს, რომ მერიაში კორუფციული გარიგება ყოველდღიურად ხდება.
მელია ფიქრობს, რომ აბესაძე ,,ქართული ოცნების“ კლანურ დაპირისპირებას შეეწირა.
,,ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რა ღრმა კორუფციულ ჭაობში იმყოფება მთელი თვითმართველი ორგანო , განსაკუთრებით აღმასრულებელი შტო -დედაქალაქის მერია, ნარმანია კალაძე და მათი დაჯგუფებები .
დღე არ გავა მსგავსი კორუფციული გარიგებები არ მოხდეს მერიაში. და რატომ დააკავეს ,,ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა საარჩევნო სიაზე და ჩემი ინფორმაციით აბესაძეს საკრებულოს თავმჯდომაროება სურდა. ამ თანამდებობაზე მას ,,ოცნების“ ერთი ჯგუფი მხარს უჭერდა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება, რასაც შეეწირა აბესაძე. უნდა ვივარაუდოთ, რომ კალაძის ჯგუფს არ აწყობდა აბესაძე საკრებულოს საარჩევნო სიაში.
თუ სუსს მერიაში კორუფციასთან ბრძოლა რეალურად უნდა, პრაქტიკულად არცერთი თანამდებობის პირი არ უნდა დარჩეს მერიაში, მათ კი რატომღაც ამოარჩიეს ბატონი აბესაძე, როცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს მისი პირველი შემთხვევა არ იყო.
ეს უკავშირდება სწორედ იმ საარჩევნო სიას , რომელიც ქართულმა ოცნებამ უახლოეს მომავალში საზოგადოებას უნდა გააცნოს,“-განაცხადა მელიამ.

წყარო: “პირველი რადიო”

banner
წინა სტატიაშისკანდალური საქმის ფიგურანტი „იბერიაზე“ გახმაურებული სპეცოპერაციის უცნობ დეტალებს მოყვება
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი თბილისის მერიას ტყუილში ამხელს