აბაშის გამგეობამ ჭყონდიდის ეპარქიას საჩუქრად გადაცემული ”ნივა” ჩამოართვა

აბაშის გამგეობამ ჭყონდიდის ეპარქიას, რომელიც აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და რომელსაც მიტროპოლიტი პეტრე ხელმძღვანელობს, 2012 წელს გადაცემული ”ნივა” ჩამოართვა. გამგებლის, მამუკა კვიტაშვილის განცხადებით, ავტომობილის ჩამორთმევა ხელშეკრულების ვადის ამოწურვას უკავშირდება და არავითარი კავშირი არ აქვს მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებთან

”აბაშის გამგეობამ წლების წინ გადასცა „ნივა“ საჩუქრად აბაშის და მარტვილის ეპარქიას გამოსაყენებლად, თუმცა ავტომობილი სახელმწიფო ბალანსზე იყო.
5 თებერვალს გაუვიდა ხელშეკრულებას ვადა. მოხდება შეფასება და სავარაუდოდ ისევ დაუბრუნდება უკან ეპარქიას ავტომობილი. საუბარია 2007 წელს გამოშვებულ ავტომობილ ”ნივაზე”…პეტრე ცაავას განცხადებებს არანაირად არ უკავშირდება. ხელშეკრულება სახეზეა. 2012 წლის 5 თებერვალს 5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა და ამ ვადის ამოწურვის გამო მოხდა ავტომობილის უკან დაბრუნება,” – განაცხადა მამუკა კვიტაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლოში ქიბარ ხალვაში და პაატა სალია მივიდნენ
შემდეგი სტატიასასაცილოა, როდესაც მამა გიორგი ბრალდებულია, ხოლო შორენა თეთრუაშვილი დაზარალებული – გიორგი ფაბცულაია