აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე იმსჯელებენ

აბაშიძე-კარასინის ფორმატის მორიგი შეხვედრა ხვალ პრაღაში გაიმართება. საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე მოლაპარაკებებზე უკვე გაემგზავრა. მისი თქმით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან საუბარი იქნება რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხებზე. ამასთანავე ზურაბ აბაშიძის განცხადებით რამდენიმე კვირაში დაიწყება ქართული კინო-არქივის დაბრუნება საქართველოში.

„შემიძლია ერთი თემა დავაანონსო, საკმაოდ სასიამოვნო ინფორმაცია, უახლოეს კვირებში იწყება ჩვენნი ფილმების არქივის გადმოცემის პროცესი. ამ წლის იანვრიდან საკმაოდ გამარტივდა სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისათვის, მაგრამ თუ არის რაიმე წინსვლა, მათ რაღაც განცხადებები გააკეთეს რამდენიმე თვის წინ, რომ თითქოს კიდევ უფრო გამარტივებას ფიქრობენ და გეგმავენ, მოვისმენთ ამას და თუ რაიმე ინფორმაცია იქნება ჩამოვიტანთ.“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიალევან იზორია: ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა საფრანგეთთან უფრო ღრმავდება