სამეგრელო-ზემო სვანეთში მუნიციპალური ა(ა)იპების რაოდენობის კლების მიუხედავად, ადმინისტრაციული ხარჯები გაიზარდა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2016 წელს გამოაქვეყნა კვლევა საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ (გარდა თბილისისა) დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში მიმდინარე პროცესებზე. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2014 წლის ადგილორბივი თვითმმართველობის არჩევნების მუნიციპალიტეტების ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა 8 ათასზე მეტი პირით, ყოველთვიური სახელფასო ხარჯები 4 მილიონზე, წლიური სახელფასო ხარჯი კი 50 მილიონზე მეტი ლარით გაიზარდა.
2016 წელს საქართველოში ლარის კურსის მკვეთრი ვარდნისა თუ არსებული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ გასცა პირობა, რომ 2017 წელს მოხდებოდა ადმინისტრაციული ხარჯების გადახედვა, მათ შორის ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე.

ჩვენ გადავამოწმეთ, თუ რამდენად შეიცვალა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში არსებული მდგომარეობა 2017 წლისათვის, საკვლევ რეგიონად კი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე შევარჩიეთ, რადგან 2014 წლის არჩევნების შემდგომ რეგიონის მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ა(ა)იპების, ასევე დასაქმებულთა რაოდენობა.

მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთში 2015 წლის ივლისის მონაცემებით, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, მუნიციპალური ა(ა)იპ-ების რაოდენობა 105-ითად 113 ერთეულამდე, დასაქმებულთა რაოდენობა 5 548 საშტატო ერთეულიდან 6 401 საშტატო ერთეულამდე გაიზარდა, რამაც ხელფასებზე გასაწევი საბიუჯეტო ხარჯი ყოველთვიურად 460 000 ლარით, წლიურად კი საშუალოდ 5.5 მილიონი ლარით გაზარდა.

2017 წლის იანვარ-თებერვალში მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ:

2017 წლის იანვრის მდგომარეობით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ა(ა)იპ-ების რაოდენობა შემცირებულია 13 ერთეულით, დასაქმებულთა რაოდენობა 99 საშტატო ერთეულით, თუმცა გაზრდილია თვის მანძილზე გასაცემი ხელფასის ოდენობა 95 314 ლარით, წლიურად კი საშუალოდ 1 143 768 ლარით;
2015 წლის ივლისის მდგომარეობით სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში 113 ა(ა)იპ ფუნქციონირებადა, 2017 წლის იანვრის მდგომარეობით კი მათი რაოდენობა 100 ერთეულამდეა შემცირებული.
ა(ა)იპების რაოდენობა 14-ით შემცირდა ქალაქ ფოთში, ხობში კი 4-ით. 2 ახალი ა(ა)იპი დაფუძნდა ჩხოროწყუში, 2 – თემი ზუგდიდში, 1 კი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. ა(ა)იპების რაოდენობა არ შეცვლილა მესტიის, სენაკის, მარტვილის, აბაშისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში;
100 ა(ა)იპში დასაქმებულია 6 302 თანამშრომელი, მათზე გასაცემი ხელფასის ერთი თვის ჯამური ოდენობა კი 2 156 574 ლარს შეადგენს;
მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა 143 საშტატო ერთეულით შემცირდა ფოთში, სენაკში 16 ერთეულით, ხობში 51 ერთეულით, წალენჯიხაში კი 420 საშტატო ერთეულით;
დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპებში – 98 საშტატო ერთეულით; თემი ზუგდიდში – 155 ერთეულით, აბაშაში – 43 ერთეულით, მარტვილში – 26 ერთეულით, ჩხოროწყუში – 67 ერთეულით და მესტიაში – 142 საშტატო ერთეულით;
ა(ა)იპ-ების თანანამშრომლებზე თვის მანძილზე გასაცემი ხელფასის მოცულობები შემცირდა მხოლოდ ფოთში – 44 017 ლარით და წალენჯიხაში – 172 329 ლარით;
მუხედავად იმისა, რომ ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, თანამშრომლებზე გასაცემი ხელფასის მოცულობები არ შემცირებულა. თანამშრომელთა რაონების შემცირების გარდა, ხობის მუნიციპალიტეტში შემცირდა ა(ა)იპების რაოდენობაც.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2017 წლის იანვრის მდგომარეობით, 2015 წლის მსგავსად, 11 ა(ა)იპი ფუნქციონირებს;
თუმცა 2015 წელთან შედარებით, გაიზარდა თანამშრომელთა რაოდენობა და თვის მანძილზე გასაცემი ხელფასისი მოცულობა;
ა(ა)იპების თანამშრომელთა საერთო რაოდეობა 2015 წლის ივლისის მდგომარეობით 681 ერთი იყო, 2017 წლის იანვრისათვის კი მათი რაოდენობა 779-ის ტოლია;
ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილება ძირითადად განაპირობა “ზუგდიდდასუფთავებსა” და “სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში” დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდამ: “ზუგდიდდასუფთავებაში” საშტატო რიცხოვნობა 157 ერთეულიდან 216 ერთეულამდე გაიზარდა, “სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში” კი 226 საშტატო ერთეულიდან 268 საშტატო ერთეულამდე;
რაც შეეხება თვის მანძილზე გასაცემი ხელფასის ოდენობას იგი 2015 წელთან შედარებით – 308 276 ლარიდან 2017 წლის იანვრის მონაცემებით 387 810 ლარამდე გაიზარდა.
თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი:

თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015 წელს 10 ა(ა)იპ-ი ფუნქციონირებდა, 2017 წლის მდგომარეობით კი მათი რაოდენობა 12-მდეა გაზრდილი;
155 საშტატო ერთეულით გაიზარდა ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა, 2015 წელს 700 ადამიანი მუშაობდა, 2017 წლის იანვრის მდგომარეობით კი 855 პირია დასაქმებული;
ა(ა)იპ-ებში მომუშავეთა სახელფასო ანაზღაურების მოცულობა ერთ თვეზე 224 610 ლარიდან 342 621.5 ლარამე გაიზარდა;
2016 წლის აგვისტოში ახალი ა(ა)იპი “განმუხურის ბოტანიკური ბაღი” დაფუძნდა, რომელსაც იანვრის მდგომარეობით, 8 თანამშრომელი ჰყავს, თვის მანძილზე გასაცემი ხელფასი ოდენობა კი 8 000 ლარს შეადგენს;
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მუნისიპალიტეტის სოფელ განმუხურში ბოტანიკური ბაღი ფონდი “ქართუს” დაფინანსებით უნდა გაშენდეს. სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. აღნიშნული ა(ა)იპის სუბსიდირებისთვის 2016 წელს თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოიყო, 2017 წლის ბიუჯეტით კი 130 000 ლარია გათვალისწინებული;
2016 წლის აგვისტოში დაფუძნდა კიდევ ერთი ახალი ა(ა)იპი “სპორტის განვითარების ცენტრი” (დასაქმებულთა რაოდენობა – 34, თვის ხელფასი – 21 050),
მანამდე არსებულ ა(ა)იპს „ფეხბურთისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრს“ შეეცვალა სახელი და დღეს იგი ახალი სახელით “საფეხბურთო კლუბი „ოდიში 1919“ ფუნქციონირებს;
დასაქმებულთა რაოდენობა არ გაზრდილა ა(ა)პში – “სამოყვარულო თეატრი ჩხორია”;
დასაქმებულა რაოდენობა შემცირდა ა(ა)იპებში – “სასაფლაოების მართვის ცენტრი” და “ადგილობრივი მუზეუმების მართვის ცენტრი”, სხვა დანარჩენ ა(ა)იპებში კი გაიზარდა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში 2015 წლის ივლისის მდგომარეობით, 27 ა(ა)იპი ფუნქციონირებდა, 2017 წლის იანვრის მდგომარეობით კი მათი რაოდენობა 13-მდე არის შემცირებული;
როგორც მიღებული ინფორმაციით დგინდება, სპორტისა და კულტურის სფეროში მომუშავე ა(ა)იპების ნაწილი გაუქმდა, ახლანდელი მდგომარეობით კი ფუნქციონირებს ორი ახალი ა(ა)იპი: “სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება” და “სახელოვნებო ცენტრი”;
ასევე 2016 წლის თებერვალში დაფუძნდა ა(ა)იპი – “სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი”, რომლის საქმიანობის ძირითად მიზნად ლოგინსმიჯაჭვული, მარტოხელა და სხვა საჭიროების ადამიანების სოციალური და სამედიცინო საჭიროებების უზრუნველყოფა არის განსაზღვრული;
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა 143 საშტატო ერთეულით შემცირდა: 2015 წელს მომუშავეთა რაოდენობა 981 შეადგენდა, 2017 წლის იანვრის მდგომარეობით ჯამში 838 საშტატო ერთეულია;
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპებში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურება ერთ თვეზე 2015 წლის ივლისის მდგომარეობით 341 414 ლარი იყო, 217 წლის იანვრის მდგომარეობით კი იგი 44 017 ლარით არის შემცირებული და 297 397 ლარს შეადგენს.
აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპების რაოდენობა არ გაზრდილა, 2015 წლის მსგავსად, 2017 წლის იანვრისთვისაც აბაშაში 8 მუნიციპალური არაკომერციული პირი მუშაობს. თუმცა გაიზარდა დასაქმებულთა რაოდნობა 43 საშტატო ერთეულით და ჯამში 532 შეადგენს. შესაბამისად, გაიზარდა ა(ა)იპებში დასაქმებულებზე ერთი თვის მანძილზე გასაცემი ხელფასის ჯამური მოცულობა 3 604 ლარით და ჯამურად 141 384 ლარს შეადგენს.
მარტვილის მუნიციპალიტეტი:

მარტვილის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპების რაოდენობა არ გაზრდილა, 2015 წლის მსგავსად, 2017 წლის იანვრისთვისაც მარტვილში 8 მუნიციპალური არასამეწარმეო იურიდიული პირი ფუნქციონირებს.
დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 26 საშტატო ერთეულით და ჯამში 412-ს შეადგენს, ასევე გაზრდილია ა(ა)იპ-ების თანამშრომლებზე ერთ თვეზე გასაცემი ხელფასის მოცულობა 8,484 ლარით და ჯამურად 127,515 ლარს შეადგენს.
სენაკის მუნიციპალიტეტი:

ა(ა)იპების რაოდენობა არ შეცვლილა სენაკის მუნიციპალიტეტშიც – სულ 11 ა(ა)იპ ფუნქციონირებს;
16 საშტატო ერთეულით შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა და 2017 იანვრის მდგომარეობით ყველა ა(ა)იპში ჯამში 725 პირია დასაქმებული;
რაც შეეხება ა(ა)იპების თანამშრომლებზე თვის მანძილზე გასაცემ ხელფასს, იგი 9 479.85 ლარით გაიზარდა და ჯამში 203,385.62 ლარს შეადგენს.
ხობის მუნიციპალიტეტი:

ხობის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპების რაოდენობა ოთხით შემცირდა და 2017 წლის იანვრის მდგომარეობით სულ 5 ა(ა)იპ ფუნქციონირებს;
როგორც მიღებული ინფორმაციით დგინდება, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 23 იანვრის ბრძანებით (Nჟ01-9-01) 2017 წლის 1 თებერვლიდან ა(ა)იპების „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი“ და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის” შერწმის პროცესი, შედეგად დაფუძნდა ახალი ა(ა)იპი – „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“, რითაც ა(ა)იპ-ების რაოდენობა შემცირდა 4-მდე;
ხობის მუნიციპალიტეტში შემცირდა ა(ა)იპებში მომუშავეთა რაოდენობა 51 საშტატო ერთეულით, ჯამში კი 482 პირია დასაქმებული;
რაც შეეხება ერთ თვეზე გასაცემ სახელფასო ანაზღაურებას, მისი ჯამური მოცულობა 7,201.84 ლარით გაიზარდა და 138,805.5 ლარს შეადგენს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი:

10-დან 12 ერთეულამდე გაიზარდა ა(ა)იპების რაოდენობა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ახალი ა(ა)იპებია: “ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მეცხოველობის განვითარების ცენტრი” და “ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მართვის ცენტრი”;
67 საშტატო ერთეულით გაიზარდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობაც და ჯამში 545 პირი მუშაობს;
28,088.5 ლარით გაიზარდა თვის მანძილზე გასაცემი ხელფაისის მოცულობა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპების თანამშრომლები თვეში ხელფასის სახით 153,633.5 ლარს იღებენ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი:

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2015 წლის ივლისის მდგომარეობით, 8 ა(ა)იპი ფუნქციონირებდა, 2017 წლის იანვრისთვის კი მათი რაოდენობა 9 ერთეულამდე გაიზარდა, დაფუნდა ახალი ა(ა)იპ – სათნოების სახლი, რომელიც სოციალურად დაუცველ მოქალაქებს უფასო სადილით ემსახურება;
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა 420 საშტატო ერთეულით იქნა შემცირებული და დღეისათვის მათი რაოდენობა 695 პირს უტოლდება;
თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება ძირითადად მოხდა “დასუფთავებისა და კეთლმოწყობის სამსახურის” თანამშრომელთა შემცირების ხარჯზე, სადაც 2014 წელს 285 პირი იყო დასაქმებული, 2015 წელს 570, 2017 წლს იანვრის მდგომარეობით კი 86 მომუშავეა;
რაც შეეხება ა(ა)იპების თანამშრომლებზე თვის მანძილზე გასაცემი ხელფასის მოცულობას იგი 376,953 ლარიდან, 204,624 ლარამდე იქნა შემცირებული.
მესტიის მუნიციპალიტეტი:

ა(ა)იპების რაოდენობა არ შეცვლილა მესტიის მუნიციპალიტეტშიც, სულ 11 ა(ა)იპი ფუნქციონირებს;
მნიშვნელოვნად გაიზარდა ა(ა)იპებში მომუშავეთა რაოდენობა, 2015 წლის ივლისის მდგომარეობით სულ 297 პირი იყო დასაქმებული, 2017 წლის ინავრისთვის კი მათი რაოდენობა 439 ტოლია;
მესტიის მუნიციპალიტეტში თანამშრომელთა რაოდენობა გაიზარდა შემდეგ ა(ა)იპებში: “მესტია დასუფთავებაში” 8 საშტატო ერთეულიდან 54 ერთეულამდე, “მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტში” 16 საშტატო ერთეულიდან 91 ერთეულამდე;
57 257 ლარით გაიზარდა ა(ა)იპების თანამშრომლებზე თვის მანძილზე გასაცემი ხელფასის მოცულობაც და იგი ჯამში 159 400 ლარს შეადგენს.

 

სამწუხაროა, რომ მუნიციპალიტეტების დიდმა ნაწილმა არ გაითვალისწინა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გაცემული რეკომენდაციები არასამეწარმეო, არაკომრეციული იურიდიული პირებში გაზრდილ შტატებსა და ბიუჯეტის არაეკონომიურ ხარჯვასთან დაკავშირებით, აღნიშნულ პრობლემაზე, ასევე, წლებია საუბრობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც. მიუხედავად ამისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების უმრავლესობა არ ცვლის არსებულ მანკიერ პრაქტიკას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პოზიციით, მუნიციპალიტეტებში ახალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნება, დასამებულთა რაოდენობის გაზრდა ხშირ შემთხვევაში გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის გარეშე ხდება, რაც მწირი მუნიციპალური ფინანსური რესურსების კიდევ უფრო მეტად არაეფექტიან ხარჯვას იწვევს. ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა გადახედონ არსებულ პრაქტიკას, იხელმძღვანელონ საზოგადოებრივი ინტერესებით და ეფექტიანი მენეჯმენტისა და გონივრული საკადრო პოლიტიკის პირობებში მაქსიმალურად გააუმჯობესონ მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი.

თუ გავითვალისწინებთ საქართველოში არსებულ უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს, მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან ნაწილში ადგილობრივი თვითმმართველობა დასაქმების ერთ-ერთ ძირითად საშუალებად რჩება. თუმცა არაგონივრულად გაზრდილი საშტატო ერთეულები ხშირ შემთხვევაში მძიმე ტვირთად აწევს მუნიციპალიტეტის ისედაც მწირ საბიუჯეტო რესურსებს.

banner
წინა სტატიაშისიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ბათუმში მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციას შორის
შემდეგი სტატია(video) ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ სამი მოქალაქე დააკავა