რატომ შიმშილობს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი?!

N8 პენიტენციურ დაწესებულებაში

N8 პენიტენციურ დაწესებულებაშისოფელი ქურთას მკვიდრი გურამ ბაგაევი გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს. ამის შესახებ “თაიმერს” ბაგაევის ადვოკატმა ლიანა ბერიანიძემ განუცხადა. მისი თქმით, სისხლის სამრთლის საქმეს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვაჟა ხუხაშვილი იხილავს, კერძოდ, საუბარია 144 მუხლზე, რაც მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულებები არ არსებოს. „საქმე ეხება საგურამოში მანქანის ყიდვა–გაყიდვის თემაზე საქმის გარჩევას, რა დროსაც მოხდა ექვსი პირის დაკავება. პროკურატურა კველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაზარალებულებს იძულებით ჩვენება მიაცემინოს, რათა ეს პირები არ გამოუშვან ციხიდან. ამას ბრალდებულები გრძნობენ და სწორედ ეს გახდა შიმშილობის დაწყების მიზეზი“, –აცხადებს ბერიანიძე. მისივე თქმით, არსებობს იმის დამატკიცებელი დოკუმენტი, რომ იმ დროს ბაგაევი საერთოდ არ ყოფილა საგურამოში. „წინა სასამრთლო პროცესზე მოხდა ინციდენტი. დაზარებული, რომელიც რამდენი ხანია არ ესწრებოდა პროცესს, გამოცხადდა არაფხიზელ მდგომარეობაში. ეს სიტყვა მსუბუქად ნათქვამია. იყო მთვრალ მდგომარეობაში. ჩვენ აცილება დავაყენეთ, მაგრამ მოსამრთლემ არანაირი რეაგირება არ მოახდინა. ამის გამო მსჯავრდებულებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მას და გაძავებულნი იქნენ პროცესიდან. ყველა დოკუმეტი გამაჩნია იმისა, რომ გურამ ბაგაევი უდანაშაულოა“, – აცხადებს ლიანა ბერიანიძე.

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიპანკისის ხეობაში ომარ ბათირაშვილის გარდაცვალებას არ ადასტურებენ
შემდეგი სტატიამამუკა კუდავა – ბაქო საქართველოს აწვდის „სოციალურ გაზს“