საფრანგეთში საქართველოს ელჩი: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება სექტემბერში უნდა დასრულდეს

საფრანგეთში საქართველოს ელჩის, ეკა სირაძე-დელონის განცხადებით, საფრანგეთში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს. ამის შესახებ მან ამბასადორიალის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.

“რატიფიცირების პროცესის გაწელვა არ მომხდარა, უბრალოდ, საფრანგეთი დიდი ქვეყანაა და ძალიან ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. შესაბამისად, მათი პროცედურული საკითხები საკმაოდ დიდ დროს იკავებს. პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია და დარჩენილია ბოლო ეტაპი, რაც არის სენატში კენჭისყრა და ამის შემდეგ დასრულდება. ველოდებით, რომ სექტემბერში იქნება კენჭისყრა და საბოლოოდ დასრულდება. პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს და საფრთხე, რომ კენჭი არ ეყაროს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას, არ არის”, – განაცხადა ეკა სირაძე-დელონემ.

banner
წინა სტატიაშიოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის იუსტიციის სამინისტროსთან უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა
შემდეგი სტატიაირაკლი კოპლატაძე: თურქეთის დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველომ თურქეთს ნოტით მიმართა