“ოდესაში მკვლელი იმალება” – წარწერა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის კარებზე

batumi 2ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კარებზე გასულ ღამეს პლაკატები გააკრეს და წარწერები დაწერეს. აღნიშნული ფოტოები სოციალურ ქსელში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რევაზ ხარაზმა გავრცელა. სპეციალური მარკერით კარებზე დაწერილ წარწერებზე წერია, რომ “ოდესაში მკვლელი იმალება”.

შეგახსენებთ, რომ 6 მაისს ბათუმში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოფისში „დაპაუზებული ბათუმის“ მუზეუმი გახსნა, სადაც, ენმ-ის წევრების თქმით, იმ პროექტების ფოტომასალაა წარმოდგენილი, რომელთა განხორციელება ბათუმში და ზოგადად, აჭარაში იგეგმებოდა.

banner
წინა სტატიაში94 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლის განმავლობაში შეეძლებათ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: თქვენ ხართ ის საზოგადოება, რომელიც ყველაზე სწორად ხედავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ობიექტურად აფასებს