უჩა ნანუაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესწავლას გეგმავს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესწავლას გეგმავს. ამის შესახებ ნანუაშვილმა განცხადება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდგომ გააკეთა:

“გადაწყვეტილებას გავეცნობით, რა თქმა უნდა. როგორც ჩემთვის ცნობილია, გარკვეულ მუხლებთან დაკავშირებით სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელშიც ის გამართლდა და დადასტურდა კონკრეტული დარღვევები. თუმცა, რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით არ იყო გათვალისწინებული ის მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დეტალურად შევისწავლით იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დასაბუთებული იყო და რა ნაწილში მოხდა სასამართლოს მხრიდან გაზიარება მსჯავრდებულის მოთხოვნის. იქ იყო გასაჩივრებული რამდენიმე გადაწყვეტილება, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დეტალურად უნდა ვნახოთ, რომ კონკრეტულ საკითხზე გავცეთ პასუხი,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჰაკერი იმ წყაროს ასახელებს, საიდანაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება ხორციელდება
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: აზიის განვითარების ბანკის დელეგაციას შეხვდა