ირაკლი აბესაძე დავით ნარმანიას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს

სააკაშვილმა მრჩეველი საჯაროდ გაანთავისუფლა და პოლიციას ჩააბარა

საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა-თბილისის” თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას 13 ივნისის მემორიალურ დაფაზე დაშვებული შეცდომის გამო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. აბესაძის თქმით, ეს გარდაცვლილების და მათი ოჯახების მძიმე შეურაცხყოფაა.
”მემორიალურ დაფის ,,ფაციფუცით” დამზადება და მასზე არსებული შეცდომის გამართლება გარდაცვლილების ოჯახების და მთელი საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა. აუცილებელია, რომ ამის გამო თბილისის მერმა საზოგადოებას საჯაროდ მოუხადოს ბოდიში”, – აცხადებს აბესაძე.

13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილთა საპატივსაცემო მემორიალურ დაფაზე ხსოვნის ნაცვლად ”ხსნოვნა” წერია. დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია ”იბერიას” ეთერში განაცადა, რომ შეცდომა ფაცი-ფუცში გაიპარა.

”ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ბოლო დღეები ხასიათდება იმით, რომ ბევრი რამეა მოსასწრები საორგანიზაციო კუთხით. როგორც ჩანს, ამ ფაცი-ფუცში გაიპარა შეცდომა. ეს შეცდომა გასწორდა. ცუდია რასაკვირველია, თუმცა გამოსწორებას დაექვემდებარა”, – განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიპარიზის გარეუბანში სპეცრაზმმა შტურმით აიღო სახლი, რომელშიც უცნობ პირს მძევლები ჰყავდა აყვანილი
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოების სიტყვა