94 მომხრე 5 წინააღმდეგი – პარლამენტმა საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა „თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დადებული ვეტო დაძლია.

საკანონმდებლო ორგანომ თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსები საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცა და ახალი რეგულაციები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ამოქმედდება.

კერძოდ, „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებები პოლიტიკური პარტიების მიერ ცესკო-ს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესს ეხება. ცვლილებებით, ცესკო-ში ექვს წევრს ის პარტიები დანიშნავენ, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, რეგისტრირებული იყვნენ დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის მეშვეობით და რომელთაც, პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნათ და საპარლამენტო ფრაქცია შექმნეს. „თვითმმართველობისა“ და ასევე, „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებები კი, თვითმმართველი ქალაქებისა და საკრებულოების დაკომპლექტების წესს ეხება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე საკუთარი პარტიის „სამოქალაქო მოძრაობა ტალღას“ განცხადებას აზიარებს
შემდეგი სტატიასააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა დასტურდება