საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე მოადგილეებთან ერთად, დღეს შარტავას ქუჩის N18ა-ში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე კორპუსის შიდა საერთო ეზოს გზის საფარის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ბექა მიქაუტაძემ სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა.

შარტავას N18ა-ს შიდა ეზოში, რომელიც კიდევ ოთხ სხვა კორპუსსაც ემიჯნება, გზის საფარი ძალიან იყო დაზიანებული და მისი რეაბილიტაციის თხოვნით ადგილობრივებმა გამგებელს ჯერ კიდევ გასულ წელს მიმართეს. ამავე ეზოში საბურთალოს რაიონის გამგეობა სპორტული მოედნის რეაბილიტაციასაც გეგმავს.

„ამ ეზოში გზის საფარი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ფაქტობრივად, გადაადგილება შეუძლებელი იყო არა მხოლოდ ავტომობილებისათვის, არამედ ფეხით მოსიარულეებისთვისაც. კონტრაქტორმა კომპანიამ ორი დღის წინ დაასრულა მუშაობა. ასფალტის საფარი აქ 2836 კვ.მ ტერიტორიაზე მოეწყობა. ამავე ეზოში ჩვენ მალე დავიწყებთ სპორტული მოედნის რეაბილიტაციას და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოწყობილი ეზო ჩვენს რაიონში,“ – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: არმაზ ახვლედიანი უკვე დიდი ხანია წასულია
შემდეგი სტატიასაარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება