90 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 9, 2015 13:38

90 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე

90 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძესაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 90 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. პანაშვიდები 10-11 მარტი, გამოსვენება დიდუბის ეკლესიიდან, ხუთშაბათს 12 მარტს, 15.00 საათზე, მისამართი: ირაკლი აბაშიძის ქუჩა N10, II სადარბაზო, ბინა 26, სართული V.
ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე 1924 წლის 17 დეკემბერს დაიბადა. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ჯერ სოხუმის დრამატული თეატრის, ხოლო შემდეგ მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობად მუშაობდა. საქართველოს სახალხო არტისტი 1956 წლიდან კინოსტუდია „ქართულ ფილმის” მსახიობი და რეჟისორია. შეასრულა 50-ზე მეტი როლი. როგორც რეჟისორმა, გადაიღო ათამდე ფილმი, სამი ფილმისთვის კი სცენარი თავად დაწერა.

90 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე90 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე
“ბაში აჩუკი”, “მამულქი”, “ქალის ტვირთი”, “სხვისი შვილები”, “დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, “გენერალი და ზიზილები”, “ზღვის შვილები”, “დათა თუთაშხია”, ანთიმოზ ივერიელი”, “ალადინის ჯადოსნური ლამპარი”, “პატარა უფლისწული“, – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც მსახიობმა მონაწილეობა მიიღო. სხვადასხვა წლებში ოთარ კობერიძემ მიიღო პრიზები და წოდებები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, საქართველოს სახალხო არტისტის, აფხაზეთის სახალხო არტისტის წოდება. 2002 წელს მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.

90 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე

90 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 9, 2015 13:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,735
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics