9 მაისი ქართველების გენოციდისა და მსოფლიო მშვიდობის მოსპობის დღეა

გარდაბანში ჩატარებულ არჩევნებს

მუხრან ბურჭულაძე:-„კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ პრემიერს, დაუყოვნებლივ გადააყენოს აბაშიძე და ნუ დაძაბავს ისედაც მძიმე ფონს“ლიბერალების ლიდერი მუხრან ბურჭულაძე 9 მაისს აპროტესტებს და მას რუსული ფაშიზმის გამარჯვების დღედ აღიარებს.

“9 მაისი წითელი ფაშიზმის გამარჯვების დღეა. დღე ქართველების გენოციდისა და მსოფლიო მშვიდობის მოსპობისა.

დროა კუკიის სასაფლაოდან ჯართის პუნქტს გადავცეთ, ქართველი გმირების გულზე მდგომი რუსული ტანკი, ფაშისტური რუსეთის სიმბოლიკა, ფაშისტი მწერლებისა და პოეტების ძეგლები, გადავფხიკოთ ქართველთმოძულე რასისტი ელიტის პირფერული ტექსტები ქართულ შენობებზე და ქართულ ქუჩებს ღირსეული მამულიშვილების სახელები ვუძღვნათ.

ყველა მთავრობა ეპირფერებოდა ბნელეთის მოციქულ, წითელდროშიან ბანძებს, რომელთა ძალაც არა ფაშიზმის დამარცხებას, არამედ ახალი ფაშიზმის დამკვიდრებას, ერების გაქრობას, სახელმწიფოთა ანექსიას და რუსულ სისხლიან ტერორს მოხმარდა.

ქართველები ვგლოვობთ 9 მაისს”,-აცხადებს ლიბერალების ლიდერი მუხრან ბურჭულაძე

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსული ოკუპაციის პრობლემა მოგვარდეს
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო : მაქსიმალურად მოკრძალებული პრივილეგიები უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს