9 აპრილის მემორიალთან დაღუპულ გმირებს იხსენებენ

11146081_1588533421427354_540641782_n9 აპრილის მემორიალთან, პარლამენტის შენობის წინ, თავი მოიყარეს 9 აპრილის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა, ასევე, იმ დროინდელი საპროტესტო აქციების მონაწილეებმა, ახალგაზრდებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, რომლებმაც გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ შორის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა – დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით სუჯაშვილმა,პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორების” ლიდერმა ირაკლი ღლონტმა,  მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა,დაღუპულთა მემორიალთან ასევე  იმყოფებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი. მათ მემორიალი გვირგვინებით და ყვავილებით შეამკეს, აანთეს სანთლები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

10734046_1588537678093595_4181110254368718479_n

9 აპრილი ეს არის დღე, რომელიც ყოველთვის იქნება ქართველი ერის გმირობისა და თავისუფლების სწრაფვის გამოხატულება–განაცხადა “თაიმერთან” პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორების” ლიდერმა ირაკლი ღლონტმა. მისივე განცხადებით 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანმა ტრაგედიამ მნიშვნელოვანი საფუძველი მისცა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. ეს დღე მსოფლიო ისტორიაში დარჩება უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ფაქტად, რომელმაც საბჭოთა იმპერიის ერთიანობას ფესვები შეურყია.პატივს მივაგებ 9 აპრილს დაღუპული თანამემამულეების, ეროვნული გმირების უკვდავ სულს და ყოველთვის ვიქნები მათი მადლობელი.საქართველო გმირების სამშობლოა–დასძინა ირაკლი ღლონტმა

11101652_1588533401427356_1127819525_n (1)

9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. ტრადიციულად, ღამის 03:30-ზე, რა დროსაც დაიწყო 26 წლის წინ აქციის მონაწილეთა დარბევა, მემორიალთან მივლენ პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები.

 

 

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს კი მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატმა ლიაშკოს პარტიიდან კოლეგას თავში ბოთლი ჩაარტყა
შემდეგი სტატია“არნახული ერთობის დღეა,” – ირაკლი ალასანია 9 აპრილზე