,,ივანიშვილის მავნებლურ ნაბიჯებს, არ უნდა შეეწიროს ის, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და ევროპის სახლახო პარტიის პრეზიდენტმა დღეს, პარტიის ოფისში შეხვედრა გამართეს, სადაც ისაუბრეს ვიზალიბერალიზაციასა და წინასაარჩევნო გეგმებზე. როგორც პარტიის წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, ევროპის სახლახო პარტია – ესაა გუნდი, რომელიც საქართელოს ევროპული ინტერგრაციის ერთერთი მთავარი ინიციატორია.

„დღეს ნაციონალური მოძრაობის მთავარი გზავნილი ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღანელობისა და ზოგადად ევროკავშირის ხელმძღვანელობის მიმართ, მარტივია – ივანიშვილის ხელისუფლების მავნებლობებს, მცდარ და საქართველოსთვის მავნებლურ ნაბიჯებს, არ უნდა შეეწიროს ის, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს. ესაა ევროპაში უვიზო მიმოსვლა. თუ ივანიშვილის ხელიუსუფლება არ ჩაიდენს რაიმე მავნებლობას, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სწორედ არჩევნებამდე მიიღებს საქართველო უვიზო მიმოსვლას. ევროპის სახლახო პარტია არის ის გუნდი, რომელიც ერთერთი მთავარი ინიციატორები არიან საქართველოს ევროპული ინტერგრაციისა. ჩვენ ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიაზე, როგორ აპირებს ენმ ამომრჩეველს შესთავაზოს კრიზისიდან გამოყვანის კონკრეტული გეგმა და დაამარცხოს ქართული ოცნება”- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიხვალ პუტინ-თიბილოვის შეხვედრა იგეგმება
შემდეგი სტატიაავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმრინავის გამტაცებელმა მოტივებზე ისაუბრა