83 მილიონიანი მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” იატაკი დაზიანდა

„ფეისბუკის“ სოციალური ქსელით გავრცელდა მეტროსადგურ “უნივერსიტეტში” გადაღებული ფოტო, სადაც ჩანს, რომ ახლადგახსნილი სადგურის იატაკი დაზიანებულია, თუმცა მასზე შეკეთების მცდელობის „ნაკვალევიც“ აღინიშნება. ფოტოს “ფეისბუკის“ მომხმარებელი”გიორგი ბაბუნაშვილი ავრცელებს.
მეტროსადგური “უნივერსიტეტი” გასული წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიხსნა.
სოციალური ქსელით გავრცელებულ ფოტოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელი გამოეხმაურა:
“დიდი მადლობა მოწოდებული ინფორმაციისათვის. აღნიშნული ხარვეზის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის ცნობილია. უკვე მივმართეთ „COBRA ASSIGNIA“-ს, რომელიც მიმდინარე კვირის განმავლობაში გამოასწორებს ამ ხარვეზს საგარანტიო პირობების თანახმად. (საგარანტიო მომსახურეობას აღნიშნული კომპანია გაგვიწევს 2 წლის განმავლობაში და ის გულისხმობს როგორც შენობა-ნაგებობის, ასევე მოწყობილობა-დანადგარების სერვისს).

banner
წინა სტატიაშისაატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება
შემდეგი სტატიასასკოლო-საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება