82 წლის ასაკში ლეგენდარული მუსიკოსი ლეონარდ კოენი გარდაიცვალა

82 წლის ასაკში ლეგენდარული მუსიკოსი ლეონარდ კოენი გარდაიცვალა. კანადელი კომპოზიტორისა და მომღერლის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში, მის ოფიციალურ გვერდზე განაცხადეს. ჯერ უცნობია, თუ რა გახდა მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი.

Facebook -ზე გავრცელებულ განცხადებაში მისი დაღუპვის მიზეზებთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებიათ. ლეონარდ კოენი ლოს ანჯელესში გარდაიცვალა, სადაც მისი დაკრძალვის ცერემონია გაიმართება.

კოენი 1934 წლის 21 სექტემბერს კანადაში, მონრეალში დაიბადა. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად 31 წლის ასაკში გადავიდა. პოეზიის პირველი კრებული მან 1956 წელს გამოსცა. მისი პირველი რომანი კი 1963 წელს გამოვიდა. კოენმა მუსიკალური კარიერა 60- იან წლებში დაიწყო. პირველი ალბომი 1967 წელს გამოუშვა. 50 წლიანი მუსიკალური კარიერის მანზილზე კოენს არაერთი პრესტიჟული პრემია აქვს მიღებული. 2008 წელს კი მისი სახელი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიტანეს. კოენმა უკანასკნელი ალბომი “you want is darker” გასულ თვეს გამოუშვა. ლეონარდ კოენი დაქორწინებული არასდროს ყოფილა, თუმცა მას ორი შვილი ჰყავს.

banner
წინა სტატიაშითაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორი დააკავეს
შემდეგი სტატიაფონდმა „სიცოცხლის ხე“ შშმ ბავშვებისთვის კიდევ ერთი ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე შექმნა