“8 თვის განმავლობაში შეიძლება ელემენტარული საქმე ვერ გააკეთო?”

უკვე 8 თვეა ისნისა და სამგორის მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობს. მიზეზი რაიონებს შორის არსებული დამაკავშირებელი გზის დაზიანებაა, გზა გადათხრილი და ჩანგრეულია. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მერია მათ პრობლემებს ყურადღებას არ აქცევს, ხოლო გადათხრილი გზა უკვე სიცოცხლისთვისაც საშიში ხდება.

ადგილზე იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია, რომელიც მოსახლეობას შეხვდა და გზაზე მიმდინარე სამუშაოების გამო არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრა.

„გადაკეტილია იმიტომ, რომ უუნარობას აქვს ადგილი ელემენტარულად ვერ გვამოცვალეს კანალიზაციის ქსელი და გვირაბი ამის გამო დაკეტეს. 8 თვის განმავლობაში შეიძლება ელემენტარული საქმე ვერ გააკეთო? ამოთხრილი იყო გუშინ ღამის 03:00 საათამდე და რაც გაიგეს, რომ მოვდიოდი დილით უმუშავიათ და შემოღობეს,“-აცხადებს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის წარმომადგენლები პანკისის ხეობას ესტუმრებიან
შემდეგი სტატიავან დეიკის ტილოს საკითხს სამართალდამცველები სწავლობენ-ეკატერინე აბაშიძე დაკითხვაზე იმყოფება