8 ოქტომბერს შეიძლება, თბილისის მერის არჩევნებიც ჩატარდეს?

NARMANIAAრა ინფორმაცია ვრცელდება კულუარებში 

26 აგვისტოს, დავით ნარმანიამ სავარძელი შეინარჩუნა, თუმცა ამის მიუხედავად, პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ მოვლენები, დიდი ალბათობით, დრამატულად განვითარდება, თუმცა ვიდრე კულუარულ ინფორმაციებს შემოგთავაზებთ, „თაიმერი“ თბილისის მერის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას გაგახსენებთ.

ყველაფერი ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრით დაიწყო. ხეები თბილისში აქამდეც იჭრებოდა და, ალბათ, ამის შემდეგაც მოიჭრება, მაგრამ ამ მთავარი ის არის, რო დავით ნარმანიას მთავარი საარჩევნო დაპირება თავის დროზე, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ის იყო, რომ იმ შემთხვევაში, თუ მერი გახდებოდა, თბილისში მილიონ ხეს დარგავდა, მაგრამ დარგულ კი არა, ნარმანიას მერობის ორი წლის თავზე, მოჭრილ ხეებს ვხედავთ და ისეც შეიძლება მოხდეს, რომ „კოკელი ბიჭი“, როგორც მას პოლიტიკურ წრეებში ეძახინ, სწორედ ამ მოჭრილი ხეების ანაწერა გახდეს.

სხვათა შორის, კულუარებში არც იმის თქმას ერიდებიან, რომ იგივე ნატა ფერაძე, რომელიც „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელი და რომელმაც ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის გაპროტესტება დაიწყო, შეიძლებ, ყოფილი მმართველი გუნდისგან იმართებოდეს. ამასთან ერთად, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფერაძე 2007 წლიდან იმ შპს-ში მაღალ თანამდებობას იკავებდა, რომელიც „ნაციონალების“ მმართველობის დროს თბილისში გამწავნების ბიზნესს კურირებდა. შესბამისად, სოციალური ქსელის მომხმარებეტა ნაწილი თვლის, რომ ეს ქალბატონი ანგაჟორებულია.

ასეა თუ ისე, ფაქტი ისაა, რომ „ოცნება“, ამ შემთხვევაში, ნარმანია ინფორმაციულ ომს აგებს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ხეების მოჭრა და ზოგადად, გარემოს დაცვა ძალიან სენსიტიური თემაა – ეკოლოგიურად სუფთ პირობებში ცხოვრება ყველას უნდა, თავისი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. შესაბამისად, თბილისის მერი, შეიძლება, კარგი მეურნეა, მაგრამ მისი იმიჯი თანდათან მინუს უსასრულობისკენ მიექანება, რასაც თავდ „ოცნებაც“ ადასტურებს. მაგალითად, ზაქარია ქუცნაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში პირდაპირ თქვა, რომ ნარმანიას „იმიჯური პრობლემა“ აქვს.

ზოგადად, პიარი „ქართული ოცნების“ აქილევსის ქუსლია, რასაც „მეოცნებეები“ პირად საუბარში არც უარყოფენ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩეულ ნარატივს, რომ „ოცნებას“ პიარი არ სჭირდებაო, უცვლელად მიჰყვება. თუ პიარი არ სჭირდებათ, მაშინ უბრალოდ, საკითხავია, იგივე მერიაში პრესსამსახური რისთვის არსებობს, რომელსაც „ქართული ოცნები“ პიარსამსახურის ყოფილი უფროსი ხელმძღვანელობს და რაში იღებს ბიუჯეტიდან ხელფასს, რაც ალბთ, პატარა თანხა არ იქნება.

რაც შეეხება დავით ნარმანიას, ყველა პოლიტიკური ფლანგი აღიარებს, რომის, როგორც მერი ვერ „ქაჩავს“. ამას გარდა, ნარმანიამ სერიოზული შეცდომაც დაუშვა, როცა გარემოს ერთ-ერთ ახალგაზრდა დამცველს „მაიმუნი ვირიშვილი“ უწოდა.

„მეოცნებეთა“ ნაწილი ამბობს, რომ დროა, კანონში შევიდეს ცვლილება, რომლითაც თნამდებობის პირს „თმენის ვალდებულება“ მოეხსნება და შეურაცხყოფაზე საკადრის და ადექვატურ პასუხს გასცემს. თუ მსგავსი ცვლილება მართლა განხორციელდა, ამას დამატებითი აჟიოტაჟი მოჰყვება და არასამთავრობოები, რასკავირველია, გააკეთებენ განცხადებებს, რომ „ოცნება“ დიქტატურას მყარებს. ზოგადად, იმას ლაპარაკი არ უნდა, რომ თანამდებობის პირმა, მით უმეტეს, როცა ის არჩეულია, მოსახლეობის თუნდაც ყველზე აგრესიულ წარმომადგენელს „მაიმუნი ვირიშვილი“ არ უნდა დაუძახოს. ამას, როგორც ჩანს, კოკელი მერიც მიხვდა და „მაიმუნი ვირიშვილის“ გამო ბოდიში მოიხადა, მაგრამ როგორც ამბობენ, ბოდიში რომ წამალი იყოს, მაშინ აფთიაქში გაიყიდებოდა.

მოკლედ, ნარმანია თბილისის ისტორიაში აუცილებლად შევა იმ მერის სახელით, რომელიც თავისმოსახლეობას „მაიმუნ ვირიშვილს“ ეძახდა.

ახლა, რაც შეეხება კულუარებში მოარულ ხმებს. როგორც „თაიმერს“ ერთ-ერთი სამთავრობო უწყების წარმომადგენელმა უთხრა, განიხილება ასეთი სცენარი:

თვის ბოლომდე ნარმანიას შეიძლება, მისცენ დირექტივა, რომ მან რამე მოიმიზეზოს და თბილისის მერის პოსტი დატოვოს. ასეთ შემთხვევაში, მიქნებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ თბილისის მერის ვადამდელი არჩევნები 8 ოქტომბერს, საპარლამენტო და შუალურ არჩევნებთნ ერთად ჩატარდეს.

„ზუსტად არ ვიცი, თუ ნარმანია თანამდებობას დატოვებს, „ოცნება“ მის შემცვლელად ვის შემოგვთავაზებს, მაგრამ ამ ეტაპზე მერის გადადგომა და ვადამდელი არჩევნები „ოცნების“ სრული კრახი იქნება, რაზეც თუ მმართველ გუნდს ანალიზის უნარი აქვს, ამაზე არ უნდა წავიდეს,“ – აღნიშნა „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენმა წყარომ.

ამას გარდა, „თაიმერის“ წყაროები მიანიშნებენ, რომ ნარმანია დიდი ხნი, ყოფილ პრემიერს გულზე აღარ ეხატება. ამასთან ერთად, როგორც წყარო ამბობს, „ოცნებაშიც“ ცოტაა ის ხალხი, რომელიც ნარმანიას დაცვის სურვილი აქვს.

„ნარმანიას მერიაში თავისი გუნდიც არ ჰყავს. ამიტომ, ცაიტ-ნოტშია, თან შეცდომას-შეცდომაზე უშვებს და, ალბათ, თვითონაც ხვდება, რომ როგორც მერს, დიდი დღე აღარ უწერია,“ – უთხრა „თაიმერს“ თავისმა წყარომ, რომელმაც აქვე, ისიც გიხსენა, რომ მაინცდამაინც დახვეწილი ლექსიკონით არც იგივე ნატა ფერაძე გამოირჩევა, რომელიც ღიად ამბობს, რომ იგინებოდა და ამის შემდეგაც შეიგინება.

შეგახსენებთ: გავრცელდა ვიდეო, სადაც ნატა ფერაძე პირდაპირ დედას იგინება თბილისის გამწვანების სამსახურის უფროსთან კამათის დროს.

სხვთა შორის, დავით ნარმანიას შესაძლო გადადგომის შესახებ „თაიმერმა“ ინფრომაცია რამენიმე თვის წინ გაავრცელა. მაშინ ჩვენმა წყარომ გვითხრა, რომ ნარმანია, „ოცნების“ გადაწყვეტილებით, თსუ-ს რექტორის არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდა და თანამდებობას სწორედ ამ მოტივით დატოვებდა. ბოლო დღეების დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე, ეს სცენარი შესაძლოა, ისევ განიხილება.

ბერდია კალანდია

 

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო)“სანამ პარტიზანი გავხდებოდი ვტყნა…რობდი” – ნატა ფერაძე
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – ჩვენ გვყავს იმდენი ჩემპიონი, რამდენიც გვყავდა ოლიმპიელი