8 დეკემბერს დიღმის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

500-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

დიღმის საცდელ მეურნეობაში – ფერაძის ქ. N19-თან ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაზიანებული ქსელის აღდგენის მიზნით, ხვალ 8 დეკემბრის 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე , რის გამოც
გაზის მიწოდება შეუწყდება დიღმის საცდელი მეურნეობის კერძო სექტორის ნაწილს (დიღომი 7 და დიღომი 8), ფერაძის ქუჩისა და აღმაშენებლის მე-12კმ-ზე მდებარე საცხოვრებელი სახლების მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორის შავი ზღვის უნივერსიტეტს. (400-მდე აბონენტს)

გაზის მიწოდება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე ეტაპობრივად.

შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის.

banner
წინა სტატიაშიობამა: აშშ ისლამურ სახელმწიფოს გაანადგურებს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: საქართველო მაშინ გაბრწყიდება, როცა სიყვარული იქნება მანათობელი და არა პოლიტიკური ამბიციები