რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანელი კოლეგის მიწვევით სომხეთში ჩავა.
პუტინის ვიზიტი ბაქოში 8 აგვისტოს არის დაგეგმილი.
კრემლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბაქოში პუტინი აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტებს შეხვდება.
პრეზიდენტები საერთაშორისო და რეგიონალური პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, ასევე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელებენ.