ხათუნა ლაგაზიძე: ეს ჩვენი შვილების თაობის განადგურებას ემსახურება

პოლიტოლოგი ხათუნა

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ინტერნეტში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებთან დაკავშირებით სპეციალურ მიმართვას სოციალური ქსელით ავრცელებს:

”ჩათვალეს, რომ ჩვენი თაობა უკვე ანგარიშში ჩასაგდებიც აღარ არის, უკვე გაგვთელეს, მოგვინელეს და ახლა ჩვენს შვილებს მიადგნენ: ახლა რაც ხდება, ეს ბარბაროსული მორალური ტერორი ადამიანების წინააღმდეგ, ეს ჩვენი შვილების თაობის განადგურებას ემსახურება, ისინი არიან სამიზნე – ჩვენი შვილები უნდა ჩაკლან მორალურად, გატეხონ და გაანადგურონ, რომ აღარასდროს გაუჩნდეთ ასეთი ქვეყნისთვის ბრძოლის სურვილი.
ადამიანებო, დედებო, მამებო – არ დავუშავთ, რომ ჩვენი შვილები გადათელონ! დავდგეთ ერთად ჩვენი შვილების გადასარჩენად! ჩვენ დაგამარცხებთ, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი შვილების სახელით, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს!”,- წერს ხათუნა ლაგაზიძე.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილი და მისი მთავრობა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, დესტაბილიზაციის მოსახდენად უკრაინაში ჯგუფებს გზავნიან”
შემდეგი სტატიათამარ ხიდაშელი: ფარული კადრების გავრცელებით პოლიტიკურ ცხოვრებას დანგრევა ემუქრება