დავით გარეჯში აქამდე უცნობი სამლოცველო აღმოაჩინეს

news
: news იანვარი 8, 2015 10:05 განახლებულია

დავით გარეჯში აქამდე უცნობი სამლოცველო აღმოაჩინეს

მნიშვნელოვანი

  • დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ ნაწილში აქამდე უცნობი სამლოცველო აღმოაჩინეს.

სხვა სტატიები

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ ნაწილში აქამდე უცნობი სამლოცველო აღმოაჩინეს.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული სამლოცველო „დოდო რქის” მონასტრის მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით კლდეში მდებარეობს და მისი კედლები წმინდანთა ფრესკებითაა მოხატული.

სააგენტოს ცნობით, სამეცნიერო თვალსაზრისით აღმოჩენა უპრეცედენტოა, რადგან ის ამ დრომდე არსებულ არც ერთ ისტორიულ და სამეცნიერო წყაროებში ნახსენები არ ყოფილა.

სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე, დღეს სპეციალისტებთან ერთად გარეჯში ჩავა, რათა ძეგლის მდგომარეობა შეისწავლონ და გამაგრებითი სამუშაოები დაგეგმონ.

news
: news იანვარი 8, 2015 10:05 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,946
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics