შსს პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად გოჩა კასრაძის დანიშვნას არ ადასტურებს

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად გოჩა კასრაძე დაინიშნა სიცრუეს უწოდებს.
უწყების ინფორმაციით, სამმართველოს უფროსის თანამდებობას გიორგი ალადაშვილი იკავებს. მათივე განმარტებით, კასრაძე შსს-ში მუშაობს, თუმცა არა მთავარ სამმართველოს უფროსად. მათი თქმით ეს უკანასკნელი სამმართველოს უფროსის მოადგილეა.

ენმ – ს წევრმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად კრიმინალური პოლიციის უფროსის პაპიაშვილის შუამდგომლობით გოჩა კასრაძე დაინიშნა.

 

banner
წინა სტატიაშისაგარეი უწყებამ არ იცის, რა სტატუსით მონაწილეობს აფხაზეთი ტურისტულ გამოფენა “Hungexpo“-ში
შემდეგი სტატიაანი დარსალია: “მივმართავთ პროტესტის ყველაზე უკიდურეს ფორმას”