ეკა ბესელია ფოთელების წინაშე სამი წლის ანგარიშით წარსდგა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ფოთის მოსახლეობას საქმიანობის სამი წლის ანგარიში წარუდგინა. როგორც ,,თაიმერს” სამეგრელოს გუბერნიის პრესსამსახურიდან აცნობეს შეხვედრა
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შედგა.

angarishi
შეხვედრას პარლამენტის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია, ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ეკა ბესელიამ მადლიერების სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა ის ადამიანები, ვინც ბიუროსა თუ კომიტეტის ნაყოფიერად მუშაობაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა მადლიერების სიგელი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას პირადად გადასცა.

volski
შეხვედრას ,,ქართული ოცნებიდან” გია ვოლსკი და ზვიად კვაჭანტირაძეც ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშითუ კოალიციურ ფორმატში მოხდება არჩევნებზე გასვლა, გუნდი ძალიან მკაფიო მიზნების გარშემო შეიკრიბება
შემდეგი სტატიაიტალია მხარს დაუჭერს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას