ლეონიდ ჩერნოვეცკი პარტიისთვის 25 ადამიანის შერჩევას საჯაროდ იწყებს

news
: news მარტი 2, 2016 14:01

ლეონიდ ჩერნოვეცკი პარტიისთვის 25 ადამიანის შერჩევას საჯაროდ იწყებს

მნიშვნელოვანი

  • ჩერნოვეცკის თქმით, ის აპირებს, პარლამენტში ისეთი ადამიანები შეიყვანოს, რომლებიც უბრალო ცხოვრებით ცხოვრობენ და ისეთივე პრობლემები აქვთ, როგორიც ქართველი ხალხის უმრავლესობას.

სხვა სტატიები

კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი პოლიტიკური მოძრაობა, “ბედნიერი საქართველოსთვის” პარტიული სიის ფორმირებას გეგმავს და პირველი, 25 ადამიანის შერჩევას საჯაროდ იწყებს.

ჩერნოვეცკის თქმით, ის აპირებს, პარლამენტში ისეთი ადამიანები შეიყვანოს, რომლებიც უბრალო ცხოვრებით ცხოვრობენ და ისეთივე პრობლემები აქვთ, როგორიც ქართველი ხალხის უმრავლესობას.

“გულწრფელად მინდა, პარლამენტში ღირსეული და პატრიოტი ხალხი მოვიყვანო, რომლებიც პოლიტიკურ ცხოვრებაში არასდროს ყოფილან ჩართულნი და რომლებსაც ნათელი გონება და პატიოსნება ახასიათებთ; ისინი, ვინც ქმნიან სამუშაო ადგილებს და ზრუნავენ ხალხზე; ადამიანები, რომლებიც უბრალო ცხოვრებით ცხოვრობენ და ისეთივე პრობლემები აქვთ, როგორიც ქართველი ხალხის უმრავლესობას. მე მსურს, დავინახო: 1. წარჩინებული კურსდამთავრებულები. 2. რეგიონების პატივცემული წარმომადგენლები, რომლებსაც თავიანთ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების დაცვის გამოცდილება აქვთ. 3. პატიოსანი მეწარმეები, გარდა ისეთებისა, რომლებიც სხვადასხვა მთავრობის მფარველობის ქვეშ იყვნენ და ფაქტობრივად, ძარცვავდნენ ხალხს ბიზნესის სახელით.
4. მრავალშვილიანი მშობლები, რომლებსაც აქტიური სამოქალაქო პოზიცია აქვთ. 5. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები. 6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლები. 7. მოქალაქეები, რომლებიც საბანკო სექტორის თვითნებობით დაზარალდნენ. 8. საქართველოს სამხედრო და სხვა ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი წარმომადგენლები. ეს ადამიანები გაივლიან ჩემთან გასაუბრებას მომავალ პარლამენტში მუშაობასთან დაკავშირებით”,- წერს ჩერნოვეცკი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

პოლიტიკური მოძრაობის ლიდერის განცხადებით, პარტიაში გაერთიანების მსურველებმა, საქართველოში არსებული პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვა უნდა წარადგინონ.

ასევე იმათ, ვინც წინასაარჩევნო პროცესში საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ ნამდვილ პატრიოტიზმს გამოიჩენს და ჩემსავით ევროინტეგრაციის, ქვეყნის გამთლიანებისა და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მომხრე იქნება. ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში, თუ რამე გამომრჩა, თქვენს რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ! არ დატოვოთ უყურადღებოდ ეს საკითხი, რადგან ხვალ ეს გუნდი ახალი საქართველოს შენებას დაიწყებს – უბრალო მოქალაქეებისათვის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. პირველად საქართველოს ისტორიაში მე ვაპირებ პარლამენტში მოვიყვანო არა ვითომ პოლიტიკოსები, არამედ საქართველოს უბრალო პატიოსანი მოქალაქეეები, რომლებსაც აქტიური სამოქალაქო პოზიცია გააჩნიათ”, – წერს ჩერნოვეცკი.

ლეონიდ ჩერნოვეცკის თქმით, პარლამენტში შესვლის შემდეგ მისი პარტიის საიტი და პერსონალური გვერდი მუდამ ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის.

“მოუთმენლად ველი თქვენს რჩევებს და გაძლევთ იმის გარანტიას, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ, ჩვენი პარტიის საიტი და ჩემი პერსონალური გვერდი მუდამ ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის, რომ ნებისმიერი კითხვაზე იპოვოთ კომპეტენტური და მკაფიო პასუხები. ყველას, ვისაც სურს ჩემს გუნდში ყოფნა პარლამენტში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვა ამ ელექტრონულ ფოსტაზე: listhappypeople@gmail.com”, – აღნიშნულია კიევის ყოფილი მერის განცხადებაში.

news
: news მარტი 2, 2016 14:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


22,560
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics