რუსეთმა სირიაში დამატებითი სადაზვერვო ტექნიკა განათავსა

სირიის მადაიში შიმშილით კიდევ 16 ადამიანი დაიღუპა

რუსეთმა სირიაში დამატებითი სადაზვერვო ტექნიკა განათავსა. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბოლო სამი დღის განმავლობაში სირიაში უპილოტო საფრენი აპარატების სამი კომპლექსი და ორი რადიოლოკაციური სადგური გაგზავნეს. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყება იტყობინება, სამხედრო ტექნიკის მთავარი ამოცანა კონფლიქტის ზონაში საარტილერიო დანადგარებისა და ნაღმტყორცნების აღმოჩენა იქნება. რუსეთის მტკიცებით, რუსული სამხედრო ტექნიკის გამოყენებით სირიაში შეიქმნა კონტროლის სისტემა, რომელიც გამოავლენს კონფლიქტის ნებისმიერი მხარის მიერ იარაღის გამოყენების ფაქტს.

სირიაში 27 თებერვლიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს. თუმცა კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს სამშვიდობო რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ. მოსკოვსა და ვაშინგტონში ბრალდებებს უმნიშვნელოდ მიიჩნევენ.

banner
წინა სტატიაშიიტალიის სასამართლომ მანქანაში ხმამაღალ მუსიკას დანაშაულის კვალიფიკაცია მისცა
შემდეგი სტატიამამიკინსი: საქართველოს უვიზო რეჟიმის თემა უკრაინისგან განცალკევდა